"ჩვენ ეს შევძელით!" - ნიკუშა ნატროშვილი მიმართვას ავრცელებს

"ჩვენ ეს შევძელით!" - ნიკუშა ნატროშვილი მიმართვას ავრცელებს

ნიკუშა ნატროშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეგობრებმა კიკეთში დაჭრეს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და დახმარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

"უღრმესი მადლობა ყველას! საერთოდ, ყველას, ვინც უბრალო ლოცვაში მომიხსენია და ვინც ფინანსურად დამეხმარა, ყველას ვინც ინერვიულა და გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბავი! ძალიან დიდი მადლობა სრულიად საქართველოს! განსაკუთრებით მადლობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და მის პერსონალს, ქირურგებს, რეანიმატოლოგებს, ექთნებს და ა.შ. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. თქვენ გამაძლიერეთ და მომეცით იმის ძალა, რომ მე აქამდე მოვსულიყავი! დიდი მადლობა ჩემი მეგობრების დიდ და დაუღალავ არმიას. ჩემ საოცარ მშობლებს დედა, მამა ბრავო! მოკლედ, მიყვარხართ მთელი გულით და სულით! ჩვენ ეს შევძელით!", - წერს ნატროშვილი.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს