ბავშვი, რომელიც ოცნებობს, ციხეების უფროსი გახდეს, შემაშფოთებელია - გივი თარგამაძე კახიშვილისა და მღებრიშვილის დანიშვნაზე

ბავშვი, რომელიც ოცნებობს, ციხეების უფროსი გახდეს, შემაშფოთებელია - გივი თარგამაძე კახიშვილისა და მღებრიშვილის დანიშვნაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ახალ თანამდებობებზე კახა კახიშვილისა და გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"მომიტევეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მე რომ დავიძინე, მეზობლის სიზმარმაც გადაუხვია და ანტრიკოტა კახიშვილმა ჩაანაცვლა. ან, იცოდა, მის სიზმარში რომ დავბოდიალობდი და თავი მოიკატუნა, რაც დღეს წარდგენისას თქვა, ის არ დამანახა, ანუ, მღებრიშვილი და კახიშვილი ტყუპებივით რომ არიან - ორივე იურისტი, ჰყავთ ორ-ორი შვილი, გამოირჩევიან წესიერებით და სულაც, ჯგუფელები ყოფილან. მოკლედ, სიზმრებზე წვდომა არის, მექანიზმია დასახვეწი. ჩვენ კი რამდენიმე დეტალი არ უნდა დაგვავიწყდეს - კახიშვილისთვის ამ პოსტზე დანიშვნა ოცნება ყოფილა, რაც, დამეთანხმებით, შემაშფოთებელია - წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ოცნებობს, ციხეების უფროსი გახდეს. მღებრიშვილმა დამოკიდებულება პოლიციელებისადმი დანიშვნამდე ორი დღით ადრე გამოხატა, როდესაც ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში გადაიყვანა და ცინიკურად დასძინა, მისივე უსაფრთხოებისთვისო. მოკლედ, კვლავაც, პოლიციელისთვინ არავინაა... და ერთიც - არ აგერიოთ მინისტრი გოგა მღებრიშვილი და აწ მისი მოადგილე მღებრიშვილი. ის სხვაა, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა და ბენზინს იპარავდა შლანგით. ანტრიკოტაც იქვეა. ფსიქიატრიც. ასე რომ, მეზობლის სიზმრებს აწიც არ მოგაკლებთ", - წერს თარგამაძე.

1 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს