"ჩვენ გვჭირდება გარედან დიდი საკონსალტინგო დესანტი" - რომან გოცირიძე

"ჩვენ გვჭირდება გარედან დიდი საკონსალტინგო დესანტი" - რომან გოცირიძე

"საჭიროა დიდი საერთაშორისო საკონსულტაციო დახმარების მობილიზება", - ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.

"ქვეყანაში უზარმაზარი სამუშაოებია ჩასატარებელი ფინანსური სისტემისა და ზოგადად, მთელი ეკონომიკის მართვის გაუმჯობესების კუთხით.

დღევანდელი მმართველი ელიტისა და არსებული ბიუროკრატიის მიერ ამის გაკეთების შანსი ნულის ტოლია. არც იმის თქმა მინდა, რომ პროცესებს გარეთ დარჩნენ ვარსკვლავები და მთავრობა მათ არ იყენებს.

პატარა ქვეყანა ვართ მწირი რესურსებით. გარე მხარდაჭერაა აუცილებელი.

საჭიროა დიდი საეთაშორის საკონსულტაციო დახმარების მობილიზება. ასეთი რამ ეთხელ უკვე მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (usaid) შევარდნაძის პერიოდში დააფინანსა მსგავსი პროგრამა. დაქირავებული იქნა კანადური საკონსალტინგო კომპანია "ბარენც ჯგუფი", რომელმაც თავის მხრივ შეკრიბა უცხოელი პროფესიონალები და რომელმაც სერიოზული სამუშაო გასწია მაშინ.

აქ არ არის ახლა საჭირო იმის გარკვევა, თუ რამდენად შეძლო თუ შეეძლო მაშინდელ მთავრობას საერთაშორისო მრჩეველთა მიერ შექმნილი პროდუქტის სრულად გამოყენება.

ჩვენ გვჭირდება გარედან დიდი საკონსალტინგო დესანტი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის ხარჯებს იუ-ეს-აი-დი დღესაც გაიღებს. რომც არა, მთავრობის 41 კაციანი არაფრისმაქნისი ეკონომიკური საბჭოს ბიუჯეტი შეიძლება გამოყენებული იქნას ამ მიზნით.

მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელი მმართველი ხელისუფლება ვერ გააცნობიერებს ამის აუცილებლობას",- წერს გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს