ინგა გრიგოლია საყვარელმა მამაკაცმა დაასაჩუქრა - დაოჯახდება თუ არა მეორედ ჟურნალისტი

ინგა გრიგოლია საყვარელმა მამაკაცმა დაასაჩუქრა - დაოჯახდება თუ არა მეორედ ჟურნალისტი

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საყვარელი მამაკაცის ნაჩუქარი ყელსაბამის ფოტოს აქვეყნებს.

"დიდი სიყვარული რომ გხვდება ჩამოსვლისთანავე და რომ გაბედნიერებს", - წერს ინგა.

საჩუქარმა ინგას მეგობრების აღფრთოვანება გამოიწვია და კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს. "ღმერთმა მუდამ ბედნიერი და გახარებული გამყოფოთ თქვენს სიყვარულთან ერთად", - წერენ ჟურნალისტის "ფეისბუქ-გვერდზე".

ნაჩუქარ ყელსაბამს საქორწინო ბეჭდის ფორმის კულონი აქვს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ინგა გრიგოლიამ "რეიტინგთან" ინტერვიუში ექსკლუზიურად ისაუბრა, რომ ის შეყვარებული იყო პროფესიით ექიმზე და მეორედ დაოჯახებას არ გეგმავდა, რადგან თავს ქორწინების გარეშეც არაჩვეულებრივად გრძნობდა. შესაძლოა, საყვარელი მამაკაცის საჩუქარმა ჟურნალისტის გეგმები შეცვალოს და მალე ინგა გრიგოლიას ქორწილი ვიხილოთ.

სალომე დადიანი

იხილეთ ყელსაბამის ფოტო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს