"27 წლის ქალს 7 თვის შვილი შიმშილით უკვდება, ქმარმა საბურავი მოიპარა და 7 წლიანი სასჯელი ემუქრება"

"27 წლის ქალს 7 თვის შვილი შიმშილით უკვდება, ქმარმა საბურავი მოიპარა და 7 წლიანი სასჯელი ემუქრება"

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "გამომძიებელი რეპორტიორის" ერთ-ერთი ავტორი, ლია ტოკლიკიშვილი 27 წლის ქალისა და მისი 7 თვის შვილის დახმარებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

"ახალგაზრდა, 27 წლის ქალს 7 თვის შვილი შიმშილით უკვდება. დღეს დამირეკეს და გვთხოვეს, რომ რამით დავეხმაროთ. სოციალურად დაუცვლის სტატუსს არ ანიჭებენ, რადგან იმავე სახლში ცხოვრობს მისი დედამთილი - ხელფასით, დასაქმებულია. მაგრამ რძალსა და შვილიშვილს არ ეკონტაქტება. გოგო კვირაში ორჯერ სისხლს აბარებს, რომ აღებული ფულით შვილი გამოკვებოს. სამშობიაროდან არ წერდნენ თანხის გადახდის გარეშე. ქმარმა ის გამოსავალი იპოვა, რომ საბურავი მოიპარა, გაყიდა და ჩვილი სახლში წამოიყვანა. დააპატიმრეს, 7-წლიანი სასჯელი ემუქრება. მარტო დარჩენილ დედას სთავაზობენ, რომ, რადგან ასეთი პირობები აქვს, შვილი თავშესაფარს ჩააბაროს. ველაპარაკე ამ გოგონას და სირცხვილით მხოლოდ რაღაცებს ვდუდღუნებდი, ხმა არ ამომდიოდა პირიდან.

"გამომძიებელი რეპორტიორი" ორშაბათს შეხვდება მას - ირინა გაბელაიას. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მასალებს ვამზადებთ ახალი სეზონისთვის. სექტემბრამდე არ გავალთ ეთერში. მივმართავ ყველა კოლეგას, სხვა ტელევიზიებს, გაზეთებს, ყველა მედიასაშუალებას - თუ სეზონი რომელიმეს არ დაგიხურავთ, გააშუქეთ ამ ახალგაზრდა ქალბატონის საშინელი ყოფა. იქნებ შესაბამისმა ინსტანციებმა გამოსავალი იპოვონ.

თუ ვინმეს შეგიძლიათ მისი დახმარება, თუნდაც მცირედით, მე ვაქვეყნებ მის ნომერს. ეს გოგო და ბავშვი თუ ვერ გადაარჩინა ამხელა ქვეყანამ, ასეთ ქვეყანაში არც სხვა ღირებულებები გადარჩება. მივმართავ სახალხო დამცველს, სოციალური დაცვის სამსახურს, არასამთავრობო სექტორს, ეკლესიას, უველა მოქალაქეს - სისხლის უკანასკნელი წვეთიც რომ ჩააბაროს, შვილს ასე მაინც ვერ გადაარჩენს. 555584839 - დედა ირინა გაბელაიაა", - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს