სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - "ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - "ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია, თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...

რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი.

იხილეთ  ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს