"ასფალტი არ ვიცი მარა, ეს მინდორი კი უნდა ვჭამოთ" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" სუპერთასის პარალელურად

"ასფალტი არ ვიცი მარა, ეს მინდორი კი უნდა ვჭამოთ" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" სუპერთასის პარალელურად

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრომ გაიტანა.

შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.

სოციალურ ქსელებში ფეხბურთის მოყვარულები სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და პოსტებს წერენ.

სოფო ნიჟარაძე: ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში...

გოგა ხაჩიძე: ესპანელები ერთმანეთთან საქმის გასარჩევად დიდუბეში რომ ჩამოვიდნენ...

არადა ესპანეთი მიაქვს ქართველ ქურდებს.

გიორგი ზურაბიშვილი: რა უნდა ვთქვა... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ სტადიონზე ასეთ თამაშს მოვესწარი. დიდი მადლობა ყველას!

კორკოტა: ამდენი გოლი საქართველოს ,,პრემიერ" ლიგის ოთხ ტურში არ გასულა.სტადიონზე ვიყავი გამახსენდა ფეხბურთი რა თამაშია ,,კაიფში" ვარ.

თემო დიდბერაშვილი: ისა და ჩვენი ბალახი გაუძლებს ამას? აქამდე ეგეთი არაფერი უნახავს... სასწაულებს ახდენს დინამოზე ეს ბიჭი... ყველა ფეხბურთს უყურებს

გიორგი კორახაშვილი: მე ვარ დღეს ამაყი!!! სიჭი ეს შენი და შენი გუნდის დამსახურებაა!!!

ირაკლი გაფრინდაშვილი: ასვალტი არ ვიცი მარა, ეს მინდორი კი უნდა ვჭამოთ :))))

ამ თამაშის მერე, ამ სტადიონზე დინამო რაფერ უნდა შევუშვათ, დავკეტოთ რა !:))))....

ამ ბიჭს ჩემი გარეგნობა რომ მისცა კაცი ვერ აჯობებდა:)))

ანგარიშია ყბაყურით: ყივანახველა :)))

ვიქტორ სანიკიძე ემზადება შეცვლისთვის!:)))

მარი გრიგოლია: როგორი ამაყი ვარ! ეს საქართ ველოა....! ბრავო..

სოსო გალუმაშვილი: Ликует столица Грузии, ликует трава на поле, которая 30 лет ждала настоящего футбола. კოტემახარაძისსმაილიკი <3

გია როინიშვილი: მესი და მსოფლიო ფეხბურთის ყველა ვარსკვლავი! რა თქმა უნდა, მესი!:) მატჩი-საოცრება! ბრავო ბარსელონა! ბრავო სევილია!:) - დიდი ფეხბურთი!:)

მერაბ მეტრეველი: როგორც ამ ფეისბუკიდან ვხვდები, სტადიონზე ხალხი სელფების გადასაღებადაა წასული.

"რა უბედურებაა ტერმინი "გაყალბება" ისეთ დროში, როცა "ნასა" და ილონ მასკი ერთმანეთს ინოვაციურ შედეგებში ექიშპებიან" - ნიკოლოზ რაჭველი

"არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს, ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას" - რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება

"ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც მშვიდობაა და აქ სიტუაციის არევა რუსეთის გარდა არავის აწყობს" - რას წერს გიორგი ზურაბიშვილი