"როგორ ავუხსნა ჩემს შვილს, რატომ მიუშვეს მესისთან პრემიერის შვილები"

"როგორ ავუხსნა ჩემს შვილს, რატომ მიუშვეს მესისთან პრემიერის შვილები"

იმ ბავშვებს შორის, რომლებიც "დინამო არენაზე" "ბარსელონას" ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ავტოგრაფების მისაღებად, გუნდის ლიდერებთან ახლოს აღმოჩნდნენ, ირაკლი ღარიბაშვილის შვილები, ნიკოლოზი და ანდრიაც იყვნენ. ამ ამბავს სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი ხაბურძანია, პროდუსერი ("რუსთავი 2"):

სიმსივნიანი ბავშვები, უდედმამო და სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ომში დაღუპულთა შვილები, ნებისმიერი არა პრივილეგირებული ბავშვი ოღონდ რაიკომის მდივნის და პარტკომის თავჯდომარის შვილები არა.

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

ამ ბავშვებს არაფერს ვერჩი, ღმერთმა კეთილად გაახსენოს ხოლმე ეს წუთები. მაგრამ მამას - გადაბღენძილს - თფუ. პრემიერმინისტრი ქვეყნისაა, ქაჯო. უნახავმა რა ნახაო, ბიჭო, იცი, რამდენი ბავშვისთვის შეიძლებოდა, იქ მოხვედრა მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთ ნათელ მოგონებად ქცეულიყო? შენ კი მათ თავებზე გაიარე. გადაბღენძილო, ჩაკეტილ წრეზე ხარ, შეგრძნება იმისა, რომ ეტლი კვახად გადაგექცევა ამ გარდასახვის დროს მუდმივად გიახლოვებს.

ნინო გომართელი, "ნანუკა შოუს" პროდუსერი:

როგორ ავუხსნა ჩემს შვილს, რატომ მიუშვეს მესისთან პრემიერის შვილები და არ მიუშვებენ ჩემსას?!

"კორონამ დამიტოვა ძალიან ძლიერი ტკივილი სახსრებში, ხშირი თავის ტკივილები... არ არსებობს, კიდევ თქვით" - იუნა შაფათავა

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე