''დამპალი სააკაშვილი'' - ნუკი კოშკელიშვილის პოლიტიკურ განცხადებას სკანდალი მოჰყვა

''დამპალი სააკაშვილი'' - ნუკი კოშკელიშვილის პოლიტიკურ განცხადებას სკანდალი მოჰყვა

ნუკი კოშკელიშვილს ზღვა ძალიან უყვარს და დასასვენებლად ხშირად ბათუმში ჩადის, რადგან ეს ქალაქი ძალიან უყვარს. რამდენიმე დღის წინ ნუკიმ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

"დამპალი სააკაშვილი! რას დაამსგავსა ბათუმი, ფაქტობრივად ჩამოართვა ხალხს ქართველობა, მაგას ქართველი კაცი სულელი ეგონა, მეტი საქმე არ აქვს, დაგებულ გზებზე იაროს და კიდევ უარესი ყოველდღე, წყალი რომ მოდის, იბანაოს კიდეც.

იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ ტურისტებით გაძეძგვა ქალაქი და ამდენი ინვესტიციისგან, ვინ იცის ლარი არ გაძვირდებოდა, კიდევ კარგი ბათუმმა ხმა მისცა ბიძინას! უფასო ფულს და მარგებელ ჭირს გაუმარ.... ჯოს!!!".

სტატუსი ბევრმა ისევე გაიგო, როგორც ნუკი წერდა და სარკაზმი ვერ დაინახა. რამდენიმე საიტმა დაწერა, რომ ნუკი კოშკელიშვილი მიხეილ სააკაშვილს ლანძღავდა.

ამის შემდეგ ნუკიმ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა და ჟურნალისტებს მიმართა:

''ძვირფასო კოლეგებო, ჟურნალისტებო, მართალია ვცრუობ, არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ თქვენც ჟურნალისტამდე ბევრი გიკლიათ. მივმართავ იმ "ჟურნალისტებ"-ს,რომლებმაც, ამ სტატუსში სარკაზმი და ირონია ვერ ამოიკითხეს და ბნელად მიყვნენ ზედაპირს, გამოაქვეყნეს ეს სტატუსი და სათაური გაატარეს "ქოცების" პრიზმაში.

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს