ნიკა რურუა "სქელ-ტრ...კა" უგულავას დაბადების დღეს ულოცავს

ნიკა რურუა "სქელ-ტრ...კა" უგულავას დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის ყოფილი მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა 40 წლის გახდა. მას ოჯახისწევრებთან ერთად დაბადების დღე მეგობრებმაც მიულოცეს, ზოგმა ციხესთან მხარდაჭერი აქციის გამართვით, ზოგმა კი საჯაროდ, "ფეისბუქზე".

უგულავას დაბადების დღეს ულოცავს ნიკა რურუაც.

"ჩემს პოლიტპატიმარ მეგობარს, გიგი უგულავას, რომელსაც პირში ძირითადად "სქელ-ტრ..კას" და Godzilla-ს ვეძახდი, ვულოცავ მეორმოცე დაბადების დღეს! რა დასანანია, რომ აწი ასე ვეღარ მოვიხსენიებ ობიექტური სურათის ცვლილების გამო

უნდა-არუნდა, გიგი, პოლიტპატიმარია და როგორც ასეთს, მეტ მხნეობას, მეტ ოპტიმიზმსა და მეტ იდეალიზმს ვუსურვებ! ასევე, მალე დაბრუნებას იქიდან, სადაც ყოფნამ ის ვერ მოტეხა და ვერც შეაშინა!!! Come back soon, man!", - წერს რურუა.

შეგახსნებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასთან, ე.წ. მატროსოვის ციხესთან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაბადების დღე მეგობრებმა აქციით აღნიშნეს.

ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ გიგი უგულავას მეგობრები, შვილები, პარლამენტისა და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყოფილი გამგებლები და სხვა პირები. აქციაზე მათ მიიტანეს ბანერები, რომელზეც გაკეთებულია წარწერა "ეს გიგის მერობის დროს გაკეთდა". ბანერებზე ასახული ფოტოები გიგი უგულავას მერობის დროს დედაქალაქში მშენებლობებს და სხვა საქმიანობებს ასახავდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს