"ოლიგარქის შურისძიება!" - მიხეილ სააკაშვილი "ალი და ნინოს" ქანდაკების დემონტაჟს ეხმაურება

"ოლიგარქის შურისძიება!" - მიხეილ სააკაშვილი "ალი და ნინოს" ქანდაკების დემონტაჟს ეხმაურება

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკების დემონტაჟს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის შურისძიება.

"დღეს დილით, ბათუმში რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა "ალი და ნინოს" ქანდაკება დაანგრია" - წერს სააკაშვილი.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი "ალი და ნინოს" მოძრავი ქანდაკება ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.  დემონტაჟის დროს ერთერთი ქანდაკება დაზიანდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს