"მორჩა კინო... წადით სახლში" - ინგა გრიგოლიას რეაქცია "იმედზე" გადაცემების დახურვაზე

"მორჩა კინო... წადით სახლში" - ინგა გრიგოლიას რეაქცია "იმედზე" გადაცემების დახურვაზე

"მორჩა კინო... წადით სახლში" - ასე გამოეხმაურა ინგა გრიგოლია "იმედზე" გადაცემების დახურვას.

"მორჩა კინო))))))) წადით სახლში)))))))))),,რეაქცია,, და ,,იმედის კვირა,, დაიხურა)))))))" - დაწერა გრიგოლიამ ფეისბუქის პირად გვერდზე.

სექტემბრიდან  "იმედის კვირა" და "რეაქცია" ეთერში აღარ გავა. არხის გადაწყვეტილებით,  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გარკვეული რეფორმა იგეგმება. 

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ტელეკომპანია "იმედის" განცხადება.

"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში." - აღნიშნულია განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს