"იმედი მაქვს "იმედი" მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე" - მანანა კობახიძე

"იმედი მაქვს "იმედი" მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე" - მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემების დახურვაზე წერს:

"რომ არ დავწერო არ ვიქნები მართალი.. არ ვიცი რატომ და რისთვის გადაწყვიტა "იმედის" ხელმძღვანელობამ "რეაქციის" დახურვა, მაგრამ მე, პირადად და ჩემი რამდენიმე კოლეგა ყოველთვის ვერთვებოდით ინგას გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.

იმედი მაქვს "იმედი" მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე და თუ რამ ცვლილება იგეგმება, მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისკენ იქნება მიმართული, რაც მთავარია, ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება იქნება დაცული!" - წერს კობახიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს