"ლარს უბრალოდ ყველა გზა მოჭრილი ექნება და იძულებული იქნება ხვალიდანვე გამყარდეს" - კახა კოჟორიძე

"ლარს უბრალოდ ყველა გზა მოჭრილი ექნება და იძულებული იქნება ხვალიდანვე გამყარდეს" - კახა კოჟორიძე

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სამთავრობო გუნდის მხრიდან ლარის კურის დასტაბილურებასთან დაკავშირებულ იმედებს ფეისბუქის პოსტით ეხმაურება:

"ბევრი ჩვენი თანამოქალაქის მსგავსად, მეც დოლარში მაქვს საბანკო კრედიტი. მოახლოვდა გადახდის ვადა და დღეს დოლარის ყიდვას ვაპირებდი. მივედი სავალუტო ჯიხურთან და ის იყო, უნდა მეყიდა, რომ უცებ გონება გამინათდა: "დღეს ხომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს? შესაბამისად, ხვალიდან ხომ ლარი გამყარდება? არ ჯობია დოლარი ხვალ ვიყიდო? უფრო მეტი მომივა", - გავიფიქრე.

ორიოდ წამით კი შევყოყმანდი: რომ არ გამყარდეს? და სწორედ ამ დროს გამახსენდა იმ რკინის არგუმენტების ნიაღვარი, რითაც ასე დამაჯერებლად დასაბუთდა არსებითი ცვლილებები კონსტიტუციურ ინსტიტუტში და ვეტოს დაძლევის უცვლელი შემართება პარლამენტში. "არა, ყოველივე ამის შემდეგ, დაიძლევა თუ არა ვეტო, ლარს უბრალოდ ყველა გზა მოჭრილი ექნება და იძულებული იქნება ხვალიდანვე გამყარდეს".

ამ იმედიანი ფიქრით დავტოვე სავალუტო ჯიხური და დოლარის ყიდვა ხვალისათვის გადავდე"- წერს კოჟორიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს