"თუ ბ-ნ პარლამენტის თავმჯდომარეს დააინტერესებს, ავუხსნი, რატომ ვფიქრობ რომ პოლიტიკური დავალება შესრულდა..."

"თუ ბ-ნ პარლამენტის თავმჯდომარეს დააინტერესებს, ავუხსნი, რატომ ვფიქრობ რომ პოლიტიკური დავალება შესრულდა..."

ინგა გრიგოლია "იმედზე" გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

ყურადღებით მოვუსმინე, გამიკვირდა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ხედავს. მეტს აღარაფერს დავწერ. არ მიმაჩნია ნორმალურად, ყოველ დილა-საღამოს ვწერო და ვამტკიცო, იყო თუ არა ჩემი დახურვა პოლიტიკური. არ მიმაჩნია ნორმალურად, დავდგე და ვიძახო, როგორ გაბედეს ჩემი დახურვა-თქო. არხი კერძოა და თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, სხვათა შორის, ძალიან დიდი ინტერესია საელჩოების მხრიდან, არასამთავრობოებისგან. ყველა შეხვედრაზე მივალ და ყველას შევხვდები ამ თემაზე, ვისაც აინტერესებს, რა როგორ მოხდა. ასევე, თუ ბ-ნ პარლამენტის თავმჯდომარეს დააინტერესებს, ავუხსნი, რატომ ვფიქრობ რომ პოლიტიკური დავალება შესრულდა... ყოველთვის, როცა მსგავსი ამბავი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ერთ კვირაზე მეტად, არ გაგრძელებულა ჩემი დარდი.... ეგრევე ახალ პროექტებზე და გზებზე ვიწყებდი ფიქრს.... ახლაც იგივეს ვაპირებ. რაც მოხდა, უკვე წარსულია... მე კი დღეიდან სამომავლო გეგმებზე გადავედი", - წერს გრიგოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს