"ვნერვიულობ თამთა სანიკიძეზე, რომელიც ბიძინას დისშვილის, შმაგის ცოლია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ვნერვიულობ თამთა სანიკიძეზე, რომელიც ბიძინას დისშვილის, შმაგის ცოლია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვის მიზეზი მისი ალექსი პეტრიაშვილზე გათხოვება გახდა:

"ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, მისი პოლიტიკოსის ცოლობა გამხდარა

1. ვნერვიულობ თამთა სანიკიძეზე, რომელიც ბიძინას დისშვილის, შმაგის ცოლია. ეს შმაგი კი, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული.

2. ვნერვიულობ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ადრე პოლიტიკური პარტიების დამფუძნებლები და წევრები იყვნენ.

3. ვნერვიულობ თავდაცვის მინისტრზე, რომლის ქმარიც პარლამენტის თავმჯდომარეა. მინისტრთა კაბინეტს კი ამ ქვეყანაში პარლამენტი ამტკიცებს.

ყველაფერზე ვნერვიულობ, იმიტომ რომ უკვე ქმრის კანდიდატურაც ბიძინასთან უნდა შეათანხმო ამ ქვეყანაში. ვაიმე" - წერს ჟორჟოლიანი.

"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს