"კარგად გათვლილი სცენარის ნაწილი მგონია ეს რუსი მომღერლის მონაწილეობით" - ცოტნე გამსახურდია პაატა ბურჭულაძეს სეპარატიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

"კარგად გათვლილი სცენარის ნაწილი მგონია ეს რუსი მომღერლის მონაწილეობით" - ცოტნე გამსახურდია პაატა ბურჭულაძეს სეპარატიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ გააკეთა.

"განა მარტო მე ვხედავ ამ ყველაფერში სეპარატიზმს თუ? სეპარატიზმს, რელიგიური სოუსით შეკაზმულს, რაც ათასწილად უფრო საშიშსა ხდის მას! "მეგრელები" თუ მოისურვებენ, "მეგრელები" თუ დათანხმდებიან... როცა "მეგრელებს" ხოცავდენ, აუთოებდენ და აუპატიურებდენ, ბატონი პაატა მაშინ დიდ პოლიტიკოსს უმღეროდა დითირამბებს... ახლა სხვა გასაღები მოუძებნეს მეგრელებს, თუ მაშინ საქართველო ვერ შეაძულეს, იქნებ ამპარტავნებამ და განსაკუთრებულობამ გაჭრას!

კარგად გათვლილი სცენარის ნაწილი მგონია ეს რუსი მომღერლის (თავად ასე უწოდებდა თავს) მონაწილეობით. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!", - წერს გამსახურდია.

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აღიარებს, რომ მას 2017 წელს, როდესაც თბილისში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაიხსნება ზუგდიდის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი გადააბრძანონ.

როგორც "აიპრესთან" საუბრისას პაატა ბურჭულაძე განმარტავს, ამაზე არის გარკვეული საუბარი. "ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადმობრძანებასთან დაკავშირებით არის ასეთი საუბარი და სურვილი... თუ რა თქმა უნდა ამას მეგრელები მოისურვებენ, მთელმა საქართველომ წამოაბრძანოს ერთი ღამით კვართი და მოილოცონ მახათას მთაზე და ისევ დაუბრუნდეს ზუგდიდს... ერთი ღამით, თუ მეგრელები დათანხმდებიან... მაგაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ...", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ღვთისმშობლის კვართის ხობის ეპარქიაში გადაბრძანებასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებას, მსოფლიო ბანი ამბობს, რომ "ღვთისმშობლის კვართი არ ეკუთვნის კულტურის სამინისტროს, ის ეკუთვნის ზუგდიდს და მე ამის წინააღმდეგი ვარ."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს