"ძალიან არასწორად მივიჩნიე უგულავას გამოშვება" - სალომე ზურაბიშვილი თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაზე წერს

"ძალიან არასწორად მივიჩნიე უგულავას გამოშვება" - სალომე ზურაბიშვილი თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაზე წერს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ამ ვნებათაღელვის ფონზე არ მინდოდა კიდევ ჩემი კომენტარიც დამემატა ... გავიდა რამდენიმე დღე და დროც დადგა! ახალს არაფერს ვიტყვი რაც არ მითქვამს, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია რამდენიმე მოსაზრების და პრინციპის ხელახლა დაფიქსირება :

1. ძალიან არა სწორად მივიჩნიე (რბილად ნათქვამიცაა) უგულავას გამოშვება რამეთუ ასეთი ფაქტი საზოგადოებაში აძლიერებს უსამართლობის განცდას, რომელიც სამწუხაროდ თავისთავად სიძულვილს აღვივებს და დაპირისპირების ცეცხლზე ნავთს ასხამს.  თან ახლდა უცნაური ელფერი რაღაც მანიპულაციისა...

2. ასევე არასოდეს მიმიჩნევია წინაპატიმრობა (მეტადრე გაუათავებელი) აუცილებლად როცა ადამიანი სხვისთვის საფრთხეს არ (აღარ) წარმოადგენს... ასევ ვფიქრობ , რომ მისი ქვეყნიდან გაპარვა სააკიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის და სხვების გაპარვაზე უფრო დამაზარებელი ვერ იქნებოდა (თან მიმაჩნია რომ ქვეყანაში ვერ დაბრუნება ყველაზე დიდი სასჯელია ... მაგრამ ისიც მესმის, რომ ამას შეიძლება ყველა არ იზიარებდეს). სამართალი არის გამოძიება, მტკიცებულებების საფუძველზე განაჩენის გამოტანა და არა წინასწარ სასჯელი "ყოველშემთხვევისთვის".

3. ასევე ვერ ვიტყვი რომ დიდათ გამახარა ციხეში მიბრუნების ფაქტმა, არა იმიტომ რომ დანაშაულის არ მჯერა, ან მეცოდება ადამიანი რომელსაც სინდისი უნდა აწუხებდეს და სხვაც ეცოდებოდეს და ერთხელ მაინც მონანიების რამე ნიშანის გამოხატვა მასაც უნდა შეეძლოს, არამედ იმიტომ რომ ეს "მიბრუნების ფაქტი" ჩვენ სასამატრთლოს კიდევ ერთხელ კითხვის ქვეშ აყენებს. თუ კი განაჩენი მზად იყო და მეორე დღეს მისი გამოტანა შეიძლებოდა რატომ წინა დღეს ვერ მოახერხეს და ამ კონსტიტუციურ სასამრთლოს ცირკს არ აგვარიდეს? ან კიდევ უკეთესი: რატომ არ გამოიტანეს განაჩენი 9 თვიან ვადის ამოწურამდე????? ამ მოვლენების ფონზე არც საკონსტიტუციო არც პროკურატურა და სასამართლო არ გამოიყურებიან დამაჯერებლად - ვინ რომელ მხარეს იხრება და ვინ რომელ თამაშსი ერთვება - და ამდენად ქვეყანა გამოდის დაზარალებული....

ვეღარ გავიგეთ რომ ყველაფერზე მეტად გჭირდება ნამდვილი სასამართლო - არა შურის მაძიებელი, არა დამსჯელი რაზმი, არა რევანშის ინსტრუმენტი , არამედ სიმართლის მთქმელი, დანაშაულის დამდგენი, თეთრის და შავის მგამყოფი .... სანამ ასეთი სასამართლო - ყველასთვის დამაჯერებელი, ეჭვის გარეშე მყოფი თავის პროფესიონალიზმით და ნდობით ახჭურვილი არ გვექნება ქვეყნა ვერ აღდგება, საზოგადოება ვერ დამშვიდდება და საქმეს არავინ მიხედავს...

ის რაც ქვეყანას სჭირდება თვით ნაციონალურ მოძრაობისთვისაც აუცილებელიაა: ძალიან ცდებიან ისინი როცა თვლიან რომ სხვერპლის მანტიის მოსხმა მათ აძლიერებთ; ავიწყდებათ რომ იმისათვის რომ ქვეყანაში რიგითი პოლიტიკური ლეგიტიმურობა დაიბრუნონ, ჯერ მათი რიგებიდან დამნაშავეები უნდა გაიფილტრონ, მათი დანაშაული უნდა იყოს გამოვლენილი რათა დანარჩენი ჩვეულებრივი მხარდამჭერეები და მომხრეები ამ ცოდვისგან განთავისუფლდნენ. სასმართლოს არ არსებობა სწორედ ამას უშლის ხელს. და მათ ხანგრძილვად და კოლექტიურად დამნაშავეთა რიგებში აყენებს.

ქვეყანას სჭირდება ამერიკელები რომ ეძახიან გლოვის შემდეგ "closure" (დახურვას) ... ეს არ მოხდება სასამართლოს გარეშე...და თუ კი თავის მიზნად არა დასჯას დაისახავს, არამედ სიმართლის გამოვლენას... გაწელილი ვადები და შეუსრულებელი დაპირებები საზოგადოების გახლეჩვას უწყობს ხელს : ერთი მხარე რევანშზე უფრო მეტს ფიქრობს რაც დრო გადის ვიდრე სამართალზე, მეორე კი იჯერებს რომ სხვერპლი გახდა და ივიწყებს თავის ბრალს და მონანიების აუცილებლობას... ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არც შეწყალებით არ შეიძლება , რამეთუ შეწყალებას სწორედ მონანიება უნდა ედგას წინ, რის გარეშეც კიდევ გაამწარებს დაზარალებულების მრავალთა რიგებს....  ანუ რა გამოსავალიც არ უნდა ვეძებოთ ყველაფერი მაინც უბრუნდება სასამართლოს და მის სწორ მუშაობას... ამისთვის დრო ვეღარ ითმენს: რაღაც ჯგუფი ემზადება და ჰგონია რომ შიდა დაპირისპირება და თუნდაც შიდა ომი ვინმესთვის შეიძლება მარგებელი და არა საბოლოო ტრაგედიის მომტანი იყოს სხვები კი ინდიფერენტულობაში და ცინიზმში გადასულნი ასევე ქვეყანას ეცლებიან, ეს იმ დროს როცა ამ ქვეყნის აღდგენას ყველაზე დიდი ენერგია და შეკვრა სჭირდება.

ხელისუფლების მოვალეობაა დამნაშავეები ისე გამოავლინოს რომ საზოგადოებამ დაიჯეროს, გაიაზროს და არავის დარჩეს ეჭვი განაჩენზე, და ამასთან ერთად ქვეყანა გააერთიანოს. რა საჭიროა რომ მუდმივ ვიძახდეთ ლოზუნგებს ტერიტორიულ გაერთიანებაზე თუ კი არსებულ კონტროლირებად საზღვრებში ვერ ვახერხებთ საზოგადოების გაერთიანებას პოლიტიკურ ბრძოლების მიუხედავად.

საქართველომ უკვე განიცადა მისი საზოგადოების ერთი ნაწილის განდევა პოლიტიკურ სივრცისგან? სამშობლოს და დამოუკიდებლობის ერთერთი უერთგულესი ნაწილი მოსახლეობის გამოეცალა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს, სამართალი ვერ ნახა, უნდობლობაში და ნიჰილიზმში გადავიდა.... ნუთუ ამის გამეორება გვინდა? ნუთუ ამის ფუფუნება გვაქვს? ღრმად მრწამს, რომ საქართველოს არავინ ჰყავს დასაკარგი - არც უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები, რომელ პარტიის მომხრეებიც არ უნდა იყვნენ, არც რომელიმე პარტიის რიგებში ჩაკეტილნი და ქვეყნის შიგნით გარიყულნი ....

მჯერა რომ საზოგადოების გაერთიანება გვძალუძს მაგრამ ამის საწინდარი მაინც სასამართლოა და მისი სწორი გადაწყვეტილება და არა ჩემი რწმენა, თქვენი ეჭვი, ან კიდევ ვინმეს შეწყალება თუ ინდივიდუალური პატიება ან შეცოდება.... ესენი პიროვნული ემოციების სფეროს ეკუთვნიან და სახელმწიფოს სხვა საყრდენი სჭირდება, სხვა ხერხემალი ... ანუ სასამართლო, სასამართლო და მხოლოდ სასამართლო..." - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს