"რატომ გიხარიათ ვიღაცის ოჯახის დანგრევა? არ მოგწონთ ჟორჟოლიანი? რატომაც არ მოგწონთ, იმაზე გააკრიტიკეთ"

"რატომ გიხარიათ ვიღაცის ოჯახის დანგრევა? არ მოგწონთ ჟორჟოლიანი? რატომაც არ მოგწონთ, იმაზე გააკრიტიკეთ"

"დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანისა და ერეკლე კოდუას დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საზოგადოების რეაქციას აპროტესტებს.

"არ ვიცი სიმართლეა თუ არა რა ინფორმაციასაც ავრცელებენ სააგენტოები ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით, მაგრამ...

ხალხო ასე რამ გაგაბოროტათ?

რატომ გიხარიათ ვიღაცის ოჯახის დანგრევა?

არ მოგწონთ ჟორჟოლიანი? რატომაც არ მოგწონთ იმაზე გააკრიტიკეთ, რავი თუ გინდათ გალანძღეთ მაგრამ რა საღლიცინოა ეს თემა?

რა პოსტებს ავრცელებთ, რა გიხარიათ?

ამდენი ბოროტება ამ დასაშოკად უმაღლესი დასწრების ეკლესიურ და მარხულ-მაზიარებელ საზოგადოებაში სერიოზულად დასაფიქრებელია.

შემთხვევით ღმერთს ხომ არ ატყუებთ აღსარებისას, აბა კარგად დაფიქრდით?!:)", - წერს ბაკურაძე.

იხილეთ ასევე: ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს დაშორდა - "6 თვეა ცოლ-ქმარი აღარ ვართ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს