რა მოჰყვება ევროპაში მუსლიმთა მომრავლებას - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

რა მოჰყვება ევროპაში მუსლიმთა მომრავლებას - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

სოციალურ ქსელში ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მუსლიმურ საფრთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში წარმოთქმული წინასწარმეტყველებების ნაწილი ქვეყნდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი მსოფლიო უკვე რეალურად დადგა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ნაწინასწარმეტყველები (რაც შემდგომ წლებში არაერთგზის გამოქვეყნდა სხვადასხვა გამოცემებში) მოვლენების წინაშე, საიტის რედაქციამ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ ქალბატონი ლელა კაკულიას მიერ მუსლიმურ საფრთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში წარმოთქმული წინასწარმეტყველებების ერთი ნაწილი. ამით თქვენ მიიღებთ ამომწურავ პასუხს კითხვაზე, რა მოჰყვება ევროპაში მუსლიმთა მომრავლებას.

შეგახსენებთ, რომ საიტის ადმინისტრაციამ სექტემბრის დასაწყისში ვებ-გვერდზე ქალბატონი ლელა კაკულიას აქამდე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველებების მოზრდილი ნაწილი ატვირთა, რომელიც ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერით სრულდება:

"ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ ევროპა აღშფოთდება და მუსლიმებს დაერევა-მეთქი. დღეს სწორედ ამას ვხედავ. ევროპის ქვეყნები ერთამენთის მიყოლებით იტყვიან უარს ახლო აღმოსავლეთიდან წასული ლტოლვილების მიღებაზე და დაიწყება ინტენსიური მუშაობა მათ საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად. კი, ვხედავ, რომ მათ შორის ნამდვილად არიან ომით გაჭირვებული და გაწამებული ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტანი. ამიტომ ამ ტალღის მოთხოვნა, იმ მოტივით შეუშვან ევროპაში, რომ ომს ეწირებიან და იხოცებიან, დიდ ტყუილს ჰგავს. ისინი კარგი ცხოვრების საძიებლად არიან ჩასულები ევროპაში - მოკლედ და კონკრეტულად. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაიშიფრება.

პრინციპში, ევროპის ქვეყნების მთავრობებმა ძალიან კარგად იციან, რაც ხდება, მაგრამ აქაც რუსეთ-ამერიკას შორის თამაში მიდის ლტოლვილებთან დაკავშირებით. თუმცა რუსული გეგმა, ფაქტობრივად, ვერ გაამართლებს. ევროპა კარებს გადაკეტავს და არცერთ ლტოლვილს აღარ შეუშვებს. დიახ, ეს რუსეთის გეგმა იყო - მუსლიმ ლტოლვილთა დიდი ტალღა შესეოდა ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით, რომელთა შორის - ფრთხილად! - არიან ლტოლვილების ტყავში გახვეული ტერორისტებიც და მათი რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილად ლტოლვილებისა".

ჰიპ-ჰოპის ქართველი არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა - "არც კოვიდი ჰქონია და არც აცრილი იყო, ძილში დაემართა თრომბი"

"ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე" - რას წერს თინა ხიდაშელი

"ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე... არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს..." - რას ეკითხება ლევან ვასაძეს მამა პეტრე