"მძღოლი კაი ხნის განმავლობაში აგინებდა შავკანიანებს, აქ რომ ამოვიდნენ, ყელს გამოვჭრიო" - ყვითელ ავტობუსში მომხდარი ისტორია

"მძღოლი კაი ხნის განმავლობაში აგინებდა შავკანიანებს, აქ რომ ამოვიდნენ, ყელს გამოვჭრიო" - ყვითელ ავტობუსში მომხდარი ისტორია

ჟურნალისტი ნათია კობერიძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოვლენილ რასისტულ ფაქტს აღწერს:

"ყურადღება! ძალიან მნიშვნელოვანი!

დღეს დილას, ავტობუსის მძღოლი კაი ხნის განმავლობაში აგინებდა შავკანიანებს, აქ რომ ამოვიდნენ, ყელს გამოვჭრიო. მე რომ გავძახე, ოე ვირო, ხელი მოისვი, შენი ფაშისტი ასე და ისე მეთქი, მთელმა ავოტბუსმა მე გამლანძღა, ქართველი კაცია და ზანგები არ უყვარს, შენ საერთოდ ვინ ხარ, შენი ქვეყნისთვის სისხლი არ დაგიღვრიაო.

მერე ერთი ქალი გამომესარჩლა, ყანწით ხელში ხართ მაგრებიო, ამ ქალს ერთი კაცი დაეტაკა, ქალი რომ არ იყო მე ვიცი რასაც გიზამდიო, მერე მე ავუბი მხარი ამ ქალს, ის კაცი ეგრევე მიჩმორდა. ავტობუსიც მიჩმორდა. მოკლედ, კარგად დავუღრინე და კაიც ვუბღავლე. ცოტა ხნის მერე აბა ერთსქესიანები გინდათო(?) იკითხეს ჩუმად, მაგრამ ამაზეც მალე დაშოშმინდნენ.

ამას იმიტომ ვყვები,რომ ავტობუსში "ვაიმე დედა ბნელებიი" პოზა არის სილაჩრე, თუ საჭიროა კბილებშიც უნდა მისცეთ მუშტი.

მძღოლმა ბოლოს მომაძახა გმირთა მემორიალთან ვილაპარაკოთო" - წერს კობერიძე.

"ექიმებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო... ვისაც არ სურს, გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, აეკრძალოთ პაციენტთან მუშაობა" - შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე