რა ხდება "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ში კრიზისის გამწვავების შემდეგ

რა ხდება "ფეისბუქში" "რუსთავი 2"-ში კრიზისის გამწვავების შემდეგ

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

ირაკლი ტაბლიაშვილი - შეუძლებელია, სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ რ2-ს.

არხს, რომელიც, შესაძლოა მოგვწონს ან პირიქით - არ მოგვწონს.

(ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა).

ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში... მცდელობა არხის დახურვისა ან მისთვის პრობლემების შექნისა, ნებისმიერ შემთხვევაში არის შეტევა მედიაზე... იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბ-ნი ხალვაშის პრეტენზიები არის საფუძვლიანი ან არგუმენტირებული.

აღარაფერს ვიტყვი პროცედურათა დარღვევაზე და ამგვარ, ბრჭყალებში ჩასასმელ სამართალწარმოებაზე.

ვიმეორებ - შესაძლოა, ბევრს მიაჩნდეს, რომ ეს არხი სულაც არ ეკუთვნით ყარამანაშვილებს... შესაძლოა, ბევრს მოსწონდეს ხალვაში ან დვალი-აქიმიძის დუეტი... შესაძლოა, ვინმე საერთოდაც ფიქრია ჩიხრაძისკენ იხრებოდეს... ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია აქ და ახლა!..

არც ისაა მნიშვნელოვანი, რამდენად ობიექტურია არხი... სხვათა შორის, ჟურნალისტიკა ობიექტურობისაგან დაცლილია და ყველა დასავლური არხის თუ გამოცემის პოზიციაც სუბიექტურია (არ ან ნაკლებად იგულისხმება საზოგადოებრივი მაუწყებლები).

მნიშვნელოვანია კონტექსტი, ფორმა და დრო და აღქმა.

მაგრამ, ამაზე მნიშვნელოვანია შეფასება (არა მხოლოდ ქართული სივრციდან), რომ ესაა ზეწოლა მედიაზე.

მარიამ საჯაია - მოსალოცად გვაქვს საქმე... მეოთხე შესანიშნავი წელიწადი დაიწყო დიქტატურის ოფიციალური გაცხადების ორი თვალსაჩინო ფაქტით:

- ევროპის საბჭომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და შერჩევითი სამართალი;

- ყველაზე პოპულარულ და ობიექტურ ტელევიზიას ეზღუდება მაუწყებლობის შესაძლებლობა. რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლით კი ქვეყანაში იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.

მოსალოცად გვაქვს საქმე...

ნანუკა ჟორჟოლიანი - რუსთავი 2 პირველად დახმარებას გთხოვთ თქვენ. ჩვენს მაყურებლებს.

დაგვიდექით გვერდით.

მხოლოდ ასე გადარჩება თქვენი ახრი!

ამ პირველ ოქტომბერს წააგებთ.

წააგებთ მაყურებლებთან და არა ჩვენთან. წააგებთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხმა მოგცეს, მაგრამ არა იმიტომ რომ მათი არხი დაგეხურათ.

ზურაბ ჯაფარიძე - რუსთავი 2 უნდა გადარჩეს, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა დაგვიჯდეს

გოგა ჩანადირი - ეს არ შეიძლება!!!

მე არ მომწონს "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მძიმე მოვლენები. ეს არხი, ნაწილს მოსწონს თუ არა, მისი არსებობა ჩემთვის სიტყვის თავისუფლებას, ალტერნატიული ინფორმაციის თავისუფლად მიღებას ნიშნავს.

რუსთავი 2ის დახურვით სიტყვის თავისუფლება ვერ განვითარდება და ამ არხის გარეშე (ისევე, როგორ ნებისმიერი სხვა წონადი მედიასაშუალების გარეშე) ვერ დავიჯერებ, რომ 2016 წლის არჩევნები ან გარემო სამართლიანი იქნება.

არ შეიძლება რუსთავი2ის დახურვა.

მხარს ვუჭერ ამ არხს, რაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ინფორმაციის თავისუფლად მიღებას ნიშნავს.

არ დავუშვათ ჩვენი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

ეს არ შეიძლება!!!

არჩილ გამზარდია - ტელეკომპანია "იბერიის" დარბევა, "იმედის" დარბევა და მფლობელების გაძევება, ტელეკომპანია "მზის" მფლობელების უცნაური შეცვლა და შემდეგ მის შენობაში ტაბულას გადასვლა, "რუსთავი 2"-ის ძველი მფლობელების გაძევება... და ა.შ.

ეს ყველაფერი არ იყო თავის დროზე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლა და ახლა ლეგალური შეკითხვების არსებობაა სიტყვის თავისუფლების შელახვა?

ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება არაერთი შეკითხვა რომ სიტყვის თავისუფლებაზე დაიწყებს საუბარს, ეს ცინიზმია. საერთო არაფერი აქვს რუსთავი 2-ის ამბავს მედიის თუ სიტყვის თავისუფლებასთან.

დღევანდელი რუსთავი 2-ის მხარდაჭერა ნიშნავს ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების "გაპრავებას", სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო პოლიტიკას, მედიის აბსოლუტურ პოლიტიზირებას, ძველი ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობას და ა.შ.

კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ რუსთავი 2-ის მხარდაჭერა მედიის მხარდაჭერაში აგვერევა, ეს პარტიული ტელევიზიაა, რომელსაც მედიის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს.

დათო გოგიშვილი - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გარკვეული კატეგორია თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის საყურადღებოდ: არასოდეს ცხოვრებაში არავისი უმუშევრობა და ცუდად ყოფნა არ გამხარებია ბედნიერი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, რომ მავანნი შესაძლოა ღირსნიც იყვნენ ამისი. მე ერთს გეტყვით:

1). ,,მოექეცი სხვას ის, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ,,

2). ,,არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდება,,

3). არავის არაფერი, მისხალი ბოროტებაც კი, არ შერჩენია ცხოვრებაში და არ შერჩება,,

ნიკა ქავთარაძე - ფულით ვერ დაშალა და ახლა უფულობით უპირებს დაშლას!

ნიკა რურუა - სოლიდარობა თავისუფალ სიტყვას საქართველოში და მის მედროშეს - რუსთავი 2-ს!

იმ ქვეყანაში, სადაც აღარაა სიტყვის თავისუფლება, აღარაა არანაირი სხვა, გარანტირებული უფლება და ასეთ ქვეყანა ვეღარ იწოდება თავისუფალ ქვეყანად.

თავისუფლების გაქრობა ყველას მწარედ შეეხება!

მამუკა გამყრელიძე - ზამთრამდე პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ-თქო, ვინ გაცალა?

დღეს, ორი ძალიან ცუდი, მოსალოდნელი შედეგების მიხედვით. ამბავი მოხდა. ჯერ რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი, სრულიად არაკანონიერი ტალღა და მეორე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების წინასწარ პატიმრობას ეხებოდა.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, ჩემი შეგრძნებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნელ ნელა, აუჩქარებლად და მეთოდურად ჩამოგვაცილოს ცივილიზებულ სამყაროს და ისე გაგვიხადოს საქმე, რომ რუსეთის გარდა სხვა არავინ დაგველაპარაკოს. ჩემის აზრით ესაა კარგად გათვლილი და საკმაოდ კარგად შესრულებული ოპერაცია, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში დაიგეგმა. სირაქლემას პოზიცია აღარ გვიშველის. მხოლოდ ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების რადიკალური აქტივობაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში დიქტატურაში და ტერორში ჩავცურდებით!

ოლეგ პანფილოვი

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს