"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" წევრის, ეკა ბესელიას ინგლისურენოვანი გამოსვლა ევროსაბჭოში.
"პირველი ჯანდაბას, მაგრამ აი შარშანდელის მერე კიდევ თუ მივიდოდა არ მეგონა...
ქალბატონი ფიფოლას გუშინდელი სიტყვა.
აოცებენ და აოცებენ ევროპას, ამდენიც აღარ შეიძლება", - წერს კობა სუბელიანი.
ვიდეოს კომენტარებში სუბელიანის მეგობრები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები წერენ, რომ ბესელიას "აშკარად უმეცადინია" და მისი წლევანდელი გამოსვლა შარშანდელზე უკეთესია.