"სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უმდა ჰყავდესო... მე შეკაზმული მყავს" - რუსთავი 2-ზე გაკეთებული განცხადების გამო, ინგა გრიგოლიას "საქმეების გარჩევა" დაუწყეს

"სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უმდა ჰყავდესო... მე შეკაზმული მყავს" - რუსთავი 2-ზე გაკეთებული განცხადების გამო, ინგა გრიგოლიას "საქმეების გარჩევა" დაუწყეს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება:

"ვისაც გიხარიათ - ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები... გავა დრო (ძალიან მცირე დრო) და როცა თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის გაჟღერება (რომელიც ამ წუთებში შეიძლება არ გჭირდებათ), ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას, იმიტომ რომ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა მიკროფონით ხელში, უბრალოდ სივრცე აღარ იქნება ამისთვის.. სამწუხაროდ... ალბათ ამ ჩემს დღევანდელ სტატუსს ორ-სამ წელიწადში გამახსენებს ფეისბუქი...."- დაწერა გრიგოლიამ.

მოგვიანებით, ინგა გრიგოლიამ განაცხდა, რომ ზემოთ აღნიშნული, სტატუსის გამო, მას "საქმეების გარჩევაც" კი დაუწყეს:

"დავწერე თუ არა ჩემი წინა სტატუსი მედიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ეგრევე პრავების კაჩავი და საქმეების რჩევა დამიწყო იმ ხალხმა, ვისაც ჩემგან განსხვავებული ხედვა აქვს ხოდა, ვინც გაღიზიანდით, ერთ ქართულ ანდაზას შეგახსენებთ-სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უმდა ჰყავდესო...მე დიდი ხანია შეკაზმული მყავს და თქვენზე კი, მორალისტებო, ერთი ძაან სასაცილო, ჭეშმარიტად ქართული შეკითხვა გამახსენდა - გვეშველება რამეეეეე???!!!!!!!!", - წერს გრიგოლია.