თინა მახარაძის სტატუსი ერს: "ერი, რომელიც ავადმყოფს საწოლში ტყნ..ვს, ერი, რომელსაც სჯერა მოსკოვის..."

თინა მახარაძის სტატუსი ერს: "ერი, რომელიც ავადმყოფს საწოლში ტყნ..ვს, ერი, რომელსაც სჯერა მოსკოვის..."

მსახიობი თინა მახარაძე ქართველ ერს ვრცელ პოსტს უძღვნის.

''ერი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ღმერთი არად დაგიდევს, კარაქი და მაიონეზი სამარხვოა თუ არა და პროდუქტების შემადგენლობისა და სიის მიხედვით არ გიწერს "ფრიადს", "დამაკმაყოფილებელს" ან ჩათვლას. ერი, რომელიც აქეთ რხევის ამპლიტუდას აპკსა და ანუსს შორის ზომავს და იქით ავადმყოფს საწოლში ტყნ..ვს, ერი, რომელსაც სჯერა მოსკოვის, რომელსაც, თავის მხრივ, არ სჯერა ერების ცრემლების.

ერი, რომელიც არ თესავს და მომკვას ელოდება, ერი, რომელსაც სჯერა უფასო ფულის,ბუნებრივია, რომ სულ იქნება ისეთი ერი, რისიც თვითონ სჯერა.

უფასო ერი. ასეთ ერს ვულოცავ დაყადაღებულ თავისუფალ აზრსა და სიტყვას, გრაფიკით მიწოდებულ ელექტრო ენერგიას, შიმშილს, გაჭირვებას, სიბნელეს, გაზრდილ კრიმინალს,"დე" დაუმდგარ კრიმინალიზაციას, გაუნათლებლობას, თვალსაწიერის არქონას, მსოფლიოს აქტიური რადარებიდან გაქრობას, ნარუშილოვკების სიმრავლეს, სინდისის სიმცირეს, გაუფასურებულ ფულსა და უფასო ერად დაღზევების მეოთხე წელიწადს''. - წერს თინა მახარაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს