"თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ჩემს წარსულში" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ჩემს წარსულში" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ში სამსახურის დაწყების წლებს ისენებს:

"მეც ჩემი კოლეგების მსგავსად, თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ჩემს წარსულში

რუსთავი 2- ში 2002 წელს მოვედი

მახსოვს, პირველი შეხვედრა ეროსისთან და მერე ეკასთან. დიდხანს სკეპტიკურად მიყურებდნენ, მაგრამ იმდენად მინდოდა კურიერელი ვყოფილიყავი მათი დამოკიდებულება მალევე შეიცვალა.

ინწკის ყოველთვის გაოგნებული ვუყურებდი პანკისში. ვერასოდეს ვიგებდი პირველი როგორ იგებდა საიდან ისროლეს და ვინ ისროლა.

მიჭირდა გაგება როგორ აკეთებდა სარა ჩემთვის გაუგებარ თემაზე, ყველაზე კომპეტენტურ სიუჟეტს.

ან ღვინჯო ფურცელზე რატომ წერდა სიუჟეტის ტექსტს, რომელიც განსხვავებული იყო ყველასგან.

ვერ ვიგებდი ნიკურაძეს რატომ არასოდეს ეშლებოდა ჩართვაში ტექსტი და ნათია ზამბახიხე სულ რატომ მეკითხებოდა კადრები რა გაქვს.

ბევრ რამეს ვერ ვიგებდი. იმიტომ რომ იქ "გიჟები" მუშაობდნენ.

ვერაფრით ვიგებდი ზუსტად რას აკეთებდა დუდუ, იმიტომ რომ აკეთებდა ყველაფერს. მათ შორის "გაიძულებდა" რომ ჩინეთში ჩართვა გაგეკეთებინა 40 წუთში მაშინ, როცა გზას უნდოდა მხოლოდ საათი, მაგრამ აკეთებდი და როგორო არ მკითხოთ

იმიტომ რომ არ ვიცი. მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა არხს თავის დუდუ არასოდეს ჰყოლია.

ისევე როგორც არასოდეს ჰყოლია არცერთ არხს დემნა და გიორგი. ეს კი იმ სხვებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა ორშაბათობით ხდება

ბოლოს, რომ გავიგე ეს ყველაფერი აღმოვაჩინე რომ მეც კურიერელი ვიყავი. რომელსაც ნიკა ტაბატაძე აკეთებდა

ყველას თავისი ისტორია აქვს ამ არხზე და ამ ისტორიებიდან ყველაზე ცუდი ქიბარ ხალვაშის ისტორიაა.

ბოლო ჩემი სიუჟეტი რუსთავი 2-ზე ომის დღეებში გავაკეთე. აი ბომბები რომ ცვიოდა.

შესაბამისად არავის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ყადაღა არა პანორამა" - წერს ნანუკა:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს