"თქვენ რომ არ მოგწონდათ და ნერვებს გიშლიდათ, იმიტომ დახურეს და ტყუილად ნუ ლანძღავთ ხელისუფლებას" - ვის საყვედურობს ინგა გრიგოლია

"თქვენ რომ არ მოგწონდათ და ნერვებს გიშლიდათ, იმიტომ დახურეს და ტყუილად ნუ ლანძღავთ ხელისუფლებას" - ვის საყვედურობს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "თავისუფალი სიტყვის ვითომ დამცველებს" მიმართავს.

"გადაცემის დახურვის დღიდან ბევრ პოსტს წავაწყდი ასეთს - ,,სულ არ მომწონდა ეგ თოქ-შოუები და სულ არ ვუყურებდი, მაგრამ რატომ გაბედეს და დახურეს, საინფორმაციო სივრცეს ახშობენ ამითო".

ხოდა იცით რა, ამ ხელისუფლების მოძულენო და თან ვითომ თავისუფალი სიტყვის დამცველებო, თქვენი გემოვნების დასაკმაყოფლებლად დახურეს, თქვენ რომ არ მოგწონდათ და ნერვებს გიშლიდათ, იმიტომ დახურეს და ტყუილად ნუ ლანძღავთ ხელისუფლებას... აი, ამ თქვენი პოსტებით, რომ თურმე ,,არ უყურებდით, საშინელება იყო, მაგრამ რატომ დახურეს" - ყველაზე მეტად აპრავებთ დახურვის გადაწყვეტილებას))))) აი, თქვენნაირ ტიპებს მილიონჯერ მირჩევნია ხელისუფლების მეხოტბე ის ხალხი, ვინც ამბობს, ძალიან კარგი ქნეს, რომ დახურესო და არ ტიპობენ სიტყვის თავისუფლების სახელით.... p.s. - ამ ჩემს პოსტს კონკრეტული ადრესატები ჰყავს... და კიდევ უფრო შორსაც წავიდოდი ჩემს სათქმელში, რომ არა ერთი რაღაც.... შეფარულ და მიხვეულ-მოხვეულ ვითომ მხარდაჭერას, ყოველთვის ღია კრიტიკა და მოწინააღმდეგე მირჩევნია... ხოდა ტყუილად ნუღა მომიწვევთ ნუღარასდროს თქვენს მედია - შეხვედრებსა და განხილვებზე, ემუქრება თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხე))))) მაგრად არ გაინტერესებთ თქვენ ეს თემები... კარგად ბრძანდებოდეთ", - წერს ინგა გრიგოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს