"ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო" - ისტორია, რომელიც ადამიანების რწმენას დაგიბრუნებთ

"ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო" - ისტორია, რომელიც ადამიანების რწმენას დაგიბრუნებთ

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ზურაბ ერისთავი მუშტაიდის ბაღში გადახდენილ ისტორიაზე წერს, რომელიც ადამიანების რწმენას დაგიბრუნებთ:

"მეგობრებო, გუშინ მუშთაიდში, როგორც აღმოჩნდა "ეშმაკის ბორბალზე" ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო. პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა.

მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციაში. ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალით ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს. დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება! ვენაცვალე მაგათ მშობლებს", - წერს ერისთავი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს