გიორგი ქადაგიძე: ჯემალის და მალხაზის აიქიუ

გიორგი ქადაგიძე: ჯემალის და მალხაზის აიქიუ

"ჯემალის და მალხაზის აიქიუ" - ამ სათაურით აქვეყნებს ბიზნესპოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე.

"ჯემალის ქულა არის 115 (საშუალო სტატისტიკური), მალხაზის 150 (აინშტაინს ქონდა 150). რომელი უფრო წარმატებული იქნება ცხოვრებაში? პასუხი თითქოს მარტივია. ახლა ორივეს მივეცით დავალება, ჩამოწეროს აგურის და პლედის გამოყენება რაც პირველი თავში მოუვათ.

მალხაზის პასუხები:

აგური – სახლის მშენებლობა, ღობის მშენებლობა, სროლა

პლედი – გათბობა, ცეცხლის ჩაქრობა, ჰამაკად გამოყენება

ჯემალის პასუხები:

აგური – ცარიელი კოკა-კოლის ქილების დამსხვრევა, მდინარის სიღრმის გაზომვა, ოკეანეში რამის ჩაძირვისთვის ღუზად გამოყენება, არქიმედეს პრინციპის დემონსტრირება, ამსტერდამში

ქოფი-შოპის შუშის ჩამსხვრევა და მარიხუანას მოპარვა.

პლედი – ცეცხლმოკიდებული სახლიდან გადმომხტარი ადამიანისთვის ბატუტის გაკეთება, იალქანის ჩანაცვლება, ქმარის სახლში გამოჩენის შემთხვევაში თოკის მაგივრობა ფანჯრიდან გადმოცოცვის დროს.

რომელს ავიყვანდით სამსახურში? ცხადია, სადაც კრეატიულობა არის საჭირო იქ ჯემალი გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე გენიოსი მალხაზი.

მორალი – განათლების სისტემა იმდაგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და პროფესიული კარიერის სწორად დაგეგმვა.

იხილეთ გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს