ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი შვილს

ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი შვილს

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"8 წლის ხდებოდა, შევიდა მისივე დაბადების დღის დარბაზში და არ მოეწონა ბავშვური გარემო. გაბრაზებულმა მითხრა, მე უკვე დიდი ვარ ამ ყველაფრისთვისო. მას შემდეგ ამას მიმტკიცებდა სულ. მიმტკიცებდა, რომ დიდი იყო.

კარგად მესმოდა მისი. მეც სულ იგივეს ვამტკიცებდი:) ამიტომ ვცდილობდი თანაბარი ურთიერთობები მქონოდა მასთან.

12 წლის იყო როცა ავუხსენი, რომ 18 წლამდე მე ვიქნებოდი მისი "უფროსი". ფაქტია ეს არ მოსწონდა, მაგრამ არგუმენტები ჩემს მხარეს იყო.

ჰქონდა მცდელობა 16 წლამდე გადმოეწია ჩემი "უფროსობის" ვადა, მაგრამ არ გამოუვიდა და დამნებდა. მაშინ როცა 17 წლის გახდა ვუთხარი რომ ბოლო წელი ჰქონდა. მერე უკვე იწყებოდა ცხოვრების ის ეპიზოდი, როცა თავისუფლება მეტი ექნებოდა, მაგრამ პასუხისმგებლობაც მისივე გადაწყვეტილებაზე. ღიმილით შემომხედა, მაგრამ ვატყობდი აღარ ჩქარობდა ისე როგორც მაშინ, როცა 8 წლის ხდებოდა."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს