ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მისალოცი შვილს - "მივდივარ საკუთარი სურვილით..."

ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მისალოცი შვილს - "მივდივარ საკუთარი სურვილით..."

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს, მარიამ გეგუჩაძეს დაბადების დღეს ულოცავს:

"8 წლის ხდებოდა, შევიდა მისივე დაბადების დღის დარბაზში და არ მოეწონა ბავშვური გარემო. გაბრაზებულმა მითხრა, მე უკვე დიდი ვარ ამ ყველაფრისთვისო. მას შემდეგ ამას მიმტკიცებდა სულ. მიმტკიცებდა, რომ დიდი იყო.

კარგად მესმოდა მისი, მეც სულ იგივეს ვამტკიცებდი. ამიტომ ვცდილობდი თანაბარი ურთიერთობები მქონოდა მასთან.

12 წლის იყო როცა ავუხსენი, რომ 18 წლამდე მე ვიქნებოდი მისი "უფროსი". ფაქტია ეს არ მოსწონდა, მაგრამ არგუმენტები ჩემს მხარეს იყო.

ჰქონდა მცდელობა 16 წლამდე გადმოეწია ჩემი "უფროსობის" ვადა, მაგრამ არ გამოუვიდა და დამნებდა. მაშინ როცა 17 წლის გახდა ვუთხარი რომ ბოლო წელი ჰქონდა. მერე უკვე იწყებოდა ცხოვრების ის ეპიზოდი, როცა თავისუფლება მეტი ექნებოდა, მაგრამ პასუხისმგებლობაც მისივე გადაწყვეტილებაზე. ღიმილით შემომხედა , მაგრამ ვატყობდი აღარ ჩქარობდა ისე როგორც მაშინ, როცა 8 წლის ხდებოდა.

რაც უფრო მეტად იზრდებოდა, მით უფრო მეტად იკლებდა დისტანცია ჩვენს შორის და ასე გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. ყველაზე ახლო ადამიანი. ყველაზე ძვირფასი.

მოკლედ, ჩემი გადადგომის დღე დადგა. "უფროსობის" პოსტიდან. მივდივარ საკუთარი სურვილით და ჩემს ადგილზე ვტოვებ ძალიან მაგარ გოგოს, რომელმაც ახლა უკვე ჩემზე კარგად იცის , როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება.

გილოცავ დე. შენ ახლა უკვე ნამდვილად დიდი გოგო ხარ", - წერს ნანუკა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს