"ახლაც ჩვენი გადასახადებით არიან საგულაოში" - რას სთხოვს ნათია ფანჯიკიძე მთავრობას

"ახლაც ჩვენი გადასახადებით არიან საგულაოში" - რას სთხოვს ნათია ფანჯიკიძე მთავრობას

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საარჩევნოდ მთავრობას პენსიებთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანას სთხოვს.

"ზუსტად 16 წელიწადში გავდივარ პენსიაში და გადავდივარ საცხოვრებლად რაჭაში. არავისი მათხუარი არ მინდა ვიყო. რა პრობლემაა, რომ დღესვე, ხვალ კი არა, არამედ დღესვე (!) მიიღონ წესიერი კანონი, - ყოველ 100 ლარში ხელფასიდან 20 ლარს რომ მაჭრიან, აქედან 5 ლარი მაინც შემინახონ ჩემივე ნაშრომი და ნაწვალები.

ვისაც არასდროს, არცერთი საათი არ უმუშავია, იმას დაუდგინდეს ნორმალური, ღირსეული საარსებო, ხოლო ვინც ვმუშაობთ, მოგვეცეს საშუალება, როგორც ევროპის ქვეყნებშია, საკუთარი პენსია თვითონ შევქმნათ.

გამოდის რომ ახლაც ჩვენი გადასახადებით არიან საგულაოში და წინსწრებით მომავალი რომ განვჭვრიტო, ჩემს პენსიასაც უკვე წინასწარ მიხარჯავენ.

ეგრე არ ვთამაშობ!

პ.ს. საარჩევნო წელი დაიწყო, ახლაა ნატვრის დრო. 21-ე საუკუნის ენერგეტიკაო, მზის "დამჭერებს" დაგიყენებთ კორპუსებზეო, დღეს უკვე თქვეს და დაიწყეს ჩემი მოხიბვლა, კიდეც მოვიხიბლე, იქნება ხომ კარგი, არ იქნება და, კარგი დაპირებაც ხომ ქების ღირსია?

მოკლედ, თუ რამე გინდათ, იოლი და კოხტა რამეები ჩამოუწერეთ, რა იცით რა ხდება", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს