"ამ ოცნების კაცებს რა მეჭიაური დაგემართათ" - ბუკა პეტრიაშვილი "გაზპრომის" საქმეზე

"ამ ოცნების კაცებს რა მეჭიაური დაგემართათ" - ბუკა პეტრიაშვილი "გაზპრომის" საქმეზე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ბუკა პეტრიაშვილი "ფეისბუქზე" საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომთან" გაზის მოწოდებაზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ეხმაურება:

"ანი რუსეთს ოკუპანტს უძახის, თინა - ნატოში შემოგვიშვით, თორე მოვიდა რუსიო, ეკა და ქალბატონი გუგული შექსპირის ენაზე აზანზარებენ სტრასბურგის კედლებს და ამ ოცნების კაცებს რა მეჭიაური დაგემართათ ვერ გავიგე! ყვირიან ქალები და იყვირეთ თქვენც! მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ხმა ამოიღოთ! ის დროა, ძველი "ბუშლატი" და "ბათინკი" გამოვაძრო "ჩულანიდან"! ვატყობ "სუხარების" გაშრობაც უნდა დავიწყოთ დროულად!"- წერს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე დაადასტურა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, "გაზპრომთან" ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა, წლებია გაზს რუსეთიდან ვიღებთ და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს