"ვისაც ძალიან გული დაგწყდათ ჩემი გაღიმების გამო" - ბუტა რობაქიძის დედა განცხადებას ავრცელებს

"ვისაც ძალიან გული დაგწყდათ ჩემი გაღიმების გამო" - ბუტა რობაქიძის დედა განცხადებას ავრცელებს

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რადგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე ია გაღიმებული იყო და ლამაზად გამოიყურებოდა. მომხმარებელთა ნაწილის აზრით დედა, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, ასე ჩაცმული და გაღიმებული არ უნდა ყოფილიყო. ფოტოსთან დაკავშირებით ია მეტრეველმა განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გააკეთა:

''ჩემო მეგობრებო , როგორც ვატყობ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ჩემმა ფოტომ. მინდა, გითხრათ, რომ ეს სურათი ჩემი ერთდერთი დისშვილის ქორწილშია გადაღებული და თავს უფლება მივეცი, ამ დღეს მაინც არ ვყოფილიკავი ჩაშავებული და ჩემი გაზრდილი დისშვილისთვის, ვისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს, არ ჩამემწარებინა ეს ბედნიერი დღე.

ასე რომ, ვისაც ძალიან გული დაგწყდათ ჩემი გაღიმების და ცოტაოდენი სიხარულის გამო, მინდა გითხრათ, რომ ისევ ისე შავად მაქვს გულიც და სიცოცხლეც, როგორც პირველივე დღეს ჩემი ერთადერთი შვილის, ჩემი ბუტიკოს უბედურების დროს მქონდა და ასე ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება.

მე ყოველთვის განსაკუთრებული დედა ვიყავი და ასეთივე განსაკუთრებული შვილიც გავზარდე, რითიც ვამაყობ, ვინც მე მიცნობს, ეს ყველამ კარგად იცის.

ცოტა უფლის შეგეშინდეთ ადამიანებო, ვიდრე ვინმეს განსჯიდეთ. ნუ განიკითხავთ და თქვენც არ იქნებით განკითხულნი''.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს