არსებობს თუ არა უთანხმოება ხელისუფლების შიგნით "გაზპრომთან" დაკავშირებით?

არსებობს თუ არა უთანხმოება ხელისუფლების შიგნით "გაზპრომთან" დაკავშირებით?

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "გაზპრომთან" დაკავშირებულ მოვლენებს მიმოიხილავს. მისი თქმით, შესაძლოა, უმრავლესობაში ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირება არსებობდეს:

"რამდენჯერ უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობები აზერბაიჯანთან? მასზე სტრატეგიული პარტნიორი ხომ არ ჰყავს საქართველოს? მეორე სავაჭრო პარტნიორია თან. ჯერ იყო და ტარიფის დაკლების საარჩევნო დაპირების შესრულების მიზნით პრემიერმა ივანიშვილმა 2012 წელს საჯაროდ დასვა კითხვა აზერბაიჯანული გაზის მაღალი ფასისა და ყარსის რკინიგზის არარენტაბელურობის შესახებ. არადა, ბაქო საქართველოს აწვდის "სოციალურ გაზს" ანუ 2030 წლამდე გაზში ვიხდით დაახლოებით $150, მაშინ როცა სომხეთი რუსეთისგან იღებს ორჯერ მეტად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ჩვენთვის ხელსაყრელია როგორც ეკონომიკურად, ისე გეოპოლიტიკურად. ალიევთან ვიზიტის შემდეგ ივანიშვილმა უკან წაიღო პრეტენზიები.

დღეს კი, ბაქოში ალიევთან ნაუცბადევი შეხვედრის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უარყოფს წინა დღეებში ვიცე-პრემიერ კალაძის და ოცნების უმრავლესობის განცხადებებს, რომ საჭიროა აზერბაიჯანული გაზის ნაწილობრივ ჩანაცვლება რუსული გაზპრომით.

სხვა უფრო უმნიშვნელო პრობლემებიც იყო ორმხრივ ურთიერთობებში ამ სამი წლის განმავლობაში. ნათელია, რომ ლოგიკურად ორი ვარიანტია: მთავრობის არასერიოზულობა საგარეო პოლიტიკაში და/ან განხეთქილება ხელისუფლების შიგნით გაზპრომთან დაკავშირებით" - წერს კუდავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს