რა რეაქცია ჰქონდათ თამარ ჩერგოლეიშვილის მშობლებს შვილის დაკავებაზე

რა რეაქცია ჰქონდათ თამარ ჩერგოლეიშვილის მშობლებს შვილის დაკავებაზე

თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე დაკავების და გათავისუფლების შემდეგ სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"ტაბულას" დირექტორი წერს თუ რა რეაქცია ჰქონათ მშობლებს მის დაკავებაზე.

"მამაჩემს ვურეკავ ლექსოს ტელეფონიდან საგამოძიებოდან რომ გამოვედი - ჰო ტელეფონი დამიჯდა, მშვიდობა მაქვს.

მამა: გქონდეს მერე.

მე: ააა ტელევიზორი არ ჩაგირთავს?

მამა: არა, ვმუშაობ.

მე: ა, ხო დამიჭირეს და გამიშვეს, ახლა სასამართლოში ვარ. ბიძინას კარიკატურა ქალაქს ამახინჯებსო.

მამა: იგუდება სიცილით.

დავტენე ტელეფონი, სამი საათის შემდეგ ვურეკავ დედაჩემს.

მე: რას შვები?

ის: შენ რას შვები?

მე: ცოტა ხანში სახლში წავალ.

ის: ჰო, მე რომ გავიგე დაგიჭირეს, მაგრად გამეცინა.

მოკლედ, მშობლებმა იცინეს." - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს