"ცოტა ხანს მოგიწევს ჩემი დავალებების მოსმენა, პრანჭიავ. ვნახოთ რა ვაჟკაცი ხარ და რამდენს გაუძლებ" - ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას

"ცოტა ხანს მოგიწევს ჩემი დავალებების მოსმენა, პრანჭიავ. ვნახოთ რა ვაჟკაცი ხარ და რამდენს გაუძლებ" - ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს, რომელიც მან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან დაკავშირებით გააკეთა. "მანამდე არ აგიდგა გვერდები ქიბარ ხალვაშო, შენი პატრონებიანად, ჩემი ვარსკვლავი ჟურნალისტები შენი გასაგდები სანამ არ გახდება.

იჯექი მანდ გამოუსვლელად მიუნხენში და შეირგე შენი პოლიტიკური თავშესაფარი და ნუ დაიპარები აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, თორემ მაგასაც დაკარგავ და წასასვლელიც აღარსად გექნება", - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

"შევარდნაძის სიტყვები :). ამ სიტყვების შემდეგ ის სახლში წავიდა მშვიდობიანად.

ცოტა ხანს მოგიწევს ჩემი დავალებების მოსმენა, პრანჭიავ. ვნახოთ რა ვაჟკაცი ხარ და რამდენს გაუძლებ?

"ვარსკვლავები" და ოქროებიც თან წაიღე, როცა წახვალ.

იმედია, იმდენი არ გაგიფუჭებია, რომ ვანოსთან მოგიწიოს ყოფნა.

შევწუხდებოდი ნამდვილად....", - წერს ქიბარ ხალვაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხის დაყენებას გეგმავენ.

ასევე, დაცვის მხარე კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნამდე სხდომის გადადების შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებს. აუდიტორულმა კომპანიამ უნდა შეისწავლოს, რეალურად რა ღირებულების იყო ის წილი ტელეკოპანიაში, რომელსაც ხალვაში ფლობდა, როდესაც მან წილი გაყიდა.

ამასთან, საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდასაჭერად აქციაც გაიმართება. "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს