დაპირისპირება ჩერგოლეიშვილსა და ხოფერიას შორის - კოლეგები "აღშფოთების კოეფიციენტის" გამო დავობენ

დაპირისპირება ჩერგოლეიშვილსა და ხოფერიას შორის - კოლეგები "აღშფოთების კოეფიციენტის" გამო დავობენ

სკანდალური კადრების კიდევ ერთხელ გასაჯაროების გამო ვნებათაღელვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დღემდე არ წყდება. ეკა ხოფერია ერთ-ერთია მათგან, რომელიც საკუთარ ემოციებს პოსტის სახით უზიარებს აუდიტორიას. ამ ყველაფერს კი თამარ ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებაც მოჰყვა. ჩერგოლეიშვილმა კოლეგის აღშფოთებაში სიყალბე "ამოიკითხა".

"ახლახანს შემოვედი ფეისბუქზე. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო მას შემდეგ, რაც ეს კადრები ვნახე. ჩემს სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეზიზღებით ყველა, ვინც ამაში ერთი პროცენტით მაინც იყოთ გარეული. სხვა თემაა, რომ ეს ჩანაწერები უნდა წაშლილიყო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ არ უნდა გავრცელებულიყო და ეს შეიძლება ხელოვნურად მომხდარიყო- კადრების გავრცელება. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვინ აკეთებდა ამას? ვინ უკვეთავდა? ვინ იღებდა? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ვინ ხართ???? გამოიძიეთ, დაამტკიცეთ, ხალხი არ ხართ? გასკდა ეს გული, რას გვერჩით?!!!!!", - დაწერა ხოფერიამ, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილის რეპლიკები მოჰყვა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: სამი წლის წინ არ შეგზიზღდა?

ეკა ხოფერია: არ მინახავს 3 წლის წინ თამარა, ახლა ვნახე.... საშინელებაა

თამარ ჩერგოლეიშვილი: არც ახლა მინახავს, არც მაშინ - ზოგადად ინდოეთის ოკეანის ნახვა არ მჭირდება, იმის აღსაქმელად რომ სველია და ტალღები იცის.... უბრალოდ ძალიან აღელვებული ჩანხარ იმისთვის რაც სამი წლის წინ გაირკვა. არ დაგიმალავ, სიყალბის ელფერიც დაკრავს ამ აღშფოთებას - იცი რას გავს? აი ადამიანი რომ აღსაშფოთებელს ეძებს და ძველ გაზეთში იპოვის.

ეკა ხოფერია: მე თუ ვეძებ მიზეზს აღშფოთებისთვის, რა გითხრა... მე მინდა , რომ ეს მორჩეს და დამნაშავე დაისაჯოს. მეზიზღება სისტემა, სადაც ასეთი რამ ხდება. დღეს პირველად ვნახე. ჯობდა, არ მენახა... ეს არ უნდა გამოიძიონ? არ უნდა დამთავრდეს?

თამარ ჩერგოლეიშვილი: რასაკვირველია. როგორც პრემიერი ამბობს გამოძიებულია და ყველა ციხეში ზისო.

ნახეთ მეტი გამოხმაურება| "ყველასთან გარიგებაში შეხვედით და შავი დღისთვის ინახავდით ამ საზიზღობას!" - "ფეისბუქში" წამების კადრების გავრცელებას ეხმაურებიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს