"კადრებმა მოიყვანეს და კადრები წაიყვანს მათ" - ია ფარულავა

"კადრებმა მოიყვანეს და კადრები წაიყვანს მათ" - ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა "ფეისბუქზე" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"კადრებმა მოიყვანეს და კადრები წაიყვანს მათ.....გამოუშვით კადრები ფაჩაკებო დროზე! არ გვეშინია....."- წერს ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა.  გარდა ამისა, გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას აპირებს.

"მითხრეს შემდეგი - არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებული ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში", - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, შატნაჟის წინააღმდეგ სწორი გზა არის საუბარი. "დღეს სასწორზე დევს ქვეყნის დემოკრატიის მომავალი. პირდაპირ ვაცხადებ, ხელისუფლებას მივმართავ ღია ეთერიდან, ატვირთეთ რაც გნებავთ, ეს ჩემთვის ღრმად სულერთია, ფეხიც ჩემია და თავიც, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, თუ მე ვარ უკანონო თვალთვალის წინაშე, გაზღვევინებთ სასამართლოს წინაშე. გულწრფელად ვამბობ, არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე "რუსთავი2"-დან გაქცევაა, ჩემი კოლეგების ღალატი და რაც მთავარია, ჩვენი მაყურებლების ღალატი. ამას არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის სანაცვლოდ, არც ერთი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც არ უნდა გამოიტანოს ურთმელიძემ", - განაცხადა გვარამიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს