"ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს" - გიგი უგულავა მომხრეებსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

"ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს" - გიგი უგულავა მომხრეებსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებსა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"არ ვაპირებ სასამართლოს უსამართლობაზე საუბარს, ეს მოცემულობაა! მოცემულობაა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრივატიზაციის შემდეგ, მედიის სრული უზურპაცია. მედიისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე ჩვენ დავკარგავთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაძლებლობას. თავისუფლება ადამიანის ბუნებაა. ამიტომ საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე და მის აქტიურობაზე დადის – შევდგებით თუ არა ჩვენ თავისუფლების მოყვარულ ერად.

ასეთ ვითარებაში უდიდესი როლი აკისრიათ პოლიტიკურ პარტიებს და განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ პოლიტიკურ ძალას. მე ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მინდა მოგმართოთ ჩვენს მომხრეებს: თქვენ გარბევენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გდევნიან, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს. თქვენ გაბრაზებული და აღშფოთებულები ხართ, მაგრამ არ მინდა მათ დავემსგავსოთ ვინც გვარბევს. ბოღმამ და შურისძიებამ არ უნდა დაისადგუროს ჩვენს გულში. მხოლოდ ასე შევძლებთ მთელ საზოგადოებას ვაჩვენოთ მაგალითი, რომ წინ უნდა ვიყუროთ და ქვეყანა კრიზისს ავაცილოთ.

სწორედ ლიდერს აქვს ეს პასუხისმგებლობა და თქვენ დღეს ხართ ლიდერი და უნდა იყოთ სიმშვიდის მაგალითი. მინდა მივმართო ივანიშვილს: ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს, ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ. ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე და ეს უფსკრული დღეს ჩვენ გვიყურებს თვალებში", - ნათქვამია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს