"ღარიბაშვილმა დამიბარა, ჩემი სიმამრი დააჭერინე და თამაზაშვილიც მის გზას გაუყენეო" - ოთარ ჩრდილელის "აღიარება"

"ღარიბაშვილმა დამიბარა, ჩემი სიმამრი დააჭერინე და თამაზაშვილიც მის გზას გაუყენეო" - ოთარ ჩრდილელის "აღიარება"

პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი ბოლო 24 საათის ერთ-ერთ ხმაურიან თემას ცინიკური პოსტით ეხმაურება. "ქართული ოცნების" დეპუტატის ფეისბუქ-სტატუსი სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" წარმოდგენილი (გადაცემის მტკიცებით), ლადო ბედუკაძესა და ნინო ჯღარკავას შორის "ფეისბუქის" პირადი მიმოწერის გასაჯაროვება გახდა.

Facebook/ოთარ ჩრდილელი:

"ვიცი, მაინც გაიგებს ზეეე-პარტიული ტელევიზია და მირჩევნია ჩემით ვაღიარო...

დიახ, პირადად ივანიშვილმა დამავალა, რუსთაველის პროსპექტიდან, ტრანსნაციონალური კომპანია Sony გამეძევებინა...

ვაღიარებ, დათო უსუფაშვილმა მთხოვა ჟვანიას დაკარგული ფეხსაცმელის მოსაძებნად, ბიჭები წამეყვანა. ამასაც არ დაჯერდა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბაქრაძის ფარული ჩაწერა მთხოვა...

კახა კალაძემ, მილანიდან ვაიბერზე ორჯერ დამირეკა და კატეგორიულად მომთხოვა, თავისი ქონება დამეყადაღებინა...

ღარიბაშვილმა კიდე ღამით დამიბარა, დილით ჩემი სიმამრი დააჭერინე და შუადღით ლექსო თამაზაშვილიც, მის გზას გაუყენეო...

არა და არ მოისვენა, კახი კახიშვილმა ვიდრე 28 ათასი ვიდეო არ ჩამაწერინა ცემა/ტყეპის და გაუპატიურებების...

ნარმანიას სიჯიუტემ, მეც კი წყობიდან გამომიყვანა! ჯერ იყო და ბულდოზერით გადამახნევინა რიყეზე რესტორნები, შემდეგ იმავე ბულდოზერით თაბუკაშვილზე ღამით, ბავშვები გარეთ გამომაყრევინა და ბინა გამასწორებინა მიწასთან...

რაც შემეძლო, მაღალ სკამზე ვდგებოდი დილით და "ბიძინა მაგარიას" ვმღეროდი, შუადღით-იმიტირებულ "ქრონიკის" სცენარს ვწერდი, ღამით- სატელიტებს დავსდევდი...

P.S. ეს ფარულად გადაღებული სურათია, როდესაც ივანიშვილმა გამაგზავნა, ვიტო კორლეონესთან. მას ისეთი წინადადება შევთავაზეთ, რომელზეც უარი ვერ თქვა...დასამალი რაა, იმედის დარბევაზე, ჯაშუშ -ფოტოგრაფებსა და "კვირის პალიტრის" ფინანსური პოლიციის შესევაზე იყო საუბარი...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს