"ეძღვნება "პროფილის" უკლებლად ყველა ცნობილ სტუმარს!" - მაია ასათიანის მიმართვა

"ეძღვნება "პროფილის" უკლებლად ყველა ცნობილ სტუმარს!" - მაია ასათიანის მიმართვა

გადაცემა "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი, "ფეისბუქის" მეშვეობით, საკუთარი შოუს გავარსკვლავებულ სტუმრებს მიმართავს:

"8 წელი - რამდენიმე ასეული ახალი სიმღერის პრემიერა, 8 წელი - რამდენიმე ათეული სოლო კონცერტის წინა საპრემიერო პრომოუშენი, 8 წელი - ათეულობით კლიპი, პრეზენტაცია, გამარჯობის ნაცვლად - "იცი რა მინდა გთხოვო..." ახალი მომღერლები, ახალი ჯგუფები... გოგოები... ბიჭები... ბევრნი... ძალიან ბევრნი.. ყველასთვის უცნობები და "პროფილით" ვარსკვლავებად ქცეულნი! სად ხარ ახლა შენ? სად? ალბათ სეირს უყურებ - ვინ გაიმარჯვებს! მინდა იცოდე, შენ უკვე დამარცხდი! ეძღვნება "პროფილის" უკლებლად ყველა ცნობილ სტუმარს, ათეულობით ადამიანს! (ოთო ნემსაძის გარდა!)

პ.ს თითო გული მაინც გამოგეგზავნათ ინბოქსში"- წერს მაია ასათიანი.

ჟურნალისტის სტატუსს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება:

"ეს ყველაფერი რომ გადაივლის და აფაფხურდებიან, მერე ჩვენი რიგი მოვა პასუხის გაცემის, სოფლის კლუბი არხების მეტი რაა, წავიდნენ და დასხდნენ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს