სოციალურ ქსელში უკრაინულ საიტზე uarevo.in.ua გამოქვეყნებულ ახალ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურებიან:
ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი:
"თუ ძალიან მასშტაბური და მძლავრი ბრძოლა არ გამოვუცხადეთ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ ურთიერთობის უკანონო და შანტაჟის ფორმას, აუდიოჩანაწერებით ქმედებებს, უბრალოდ მართლა ჩამოიმსხვრევა სახელმწიფო. ამისთვის მე ვიზამ შემდეგს:
1. კატეგორიულად ვგმობ ჩანაწერების განხილვას და არავის არ ვუპასუხებ შინაარსზე დასმულ კითხვაზე
2. მივმართავთ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს და ვამხელთ მთავრობას
3. მოვუწოდებ ტელევიზიებს და საინფორმაციო საშუალებებს ნუ ავრცელეენ
4. მოვუწოდებ პრეზიდენტს მწვავედ დააყენოს ეს საკითხი
5. მოვუწოდებ ყველა არსსამთავფობოს გავცდეთ "გამოიძიეთ, ვინ გაავრცელა" და მთავრობის პასუხუსმგებლობაზე დავიწყოთ რეალური მუშაობა
გააგრძელეთ სია".
მაია დარსმელიძე, მომღერალი:
"ოეეე იუმორინააა, უკვე ყველას ეცინება ამ თქვენს ფარულ ჩანაწერებზე".
სალომე ბარკერი, ჟურნალისტი:
"ახალი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში მოხდება მთელი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო ამბავი, კერძოდ, უკიდურესად დაიძაბება სოფო ნიჟარაძისა და ნოდარ მელაძის ურთიერთობა".
ლექსო მაჭავარიანი, ჟურნალისტი:
"ბატონი ბიძინა და მისი რაზმი თანდათან ლაბორატორიის თეთრ თაგვებს ემსგავსებიან - ნებისმიერ გარე გამაღიზიანებელზე ერორი ენთებათ, ენთერს აკლიკებენ და ახალ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს ყრიან )".
ლაშა ბერულავა, რედაქტორი:
"იმედი" - სამარცხვინო არხი.
თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:
"გავიგეთ, ვიცით, უკვე სამი წელია სააკაშვილი საჯაროდაც და პირად საუბრებშიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით ძალაუფლებას არ დათმობს.
მე ვფიქრობ, რომ სწორედ არჩევნების გზით დავათმობინებთ ძალაუფლებას.
რომელი ვარაუდია სწორი, ამას მომავალი გვიჩვენებს - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.
მაგრამ სააკაშვილი ივანიშვილზე რას ფიქრობს არის მეასეხარისხოვანი.
მთავარია ის, რომ:
1) ივანიშვილი არის პოლიტიკური ბანკროტი.
2) ის მოსმენების, შანტაჟის, სასამართლოს და მედიის კონტროლისა და აგრესიის გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
3) ძალაუფლება მას სჭირდება არა ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი სიმდიდრის გასაზრდელად - როცა ხალხი ღარიბდება, ქართუ ბანკის მოგება 17.5-ჯერ იზრდება.
4) იმისთვის, რომ პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოებში მოვაქციოთ და განვითარების ნორმალურ გზას დავადგეთ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ".