"ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს" - თამარ ჩერგოლეიშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერს

"ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს" - თამარ ჩერგოლეიშვილი უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე წერს

თამარ ჩორგელეიშვილი ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებზე წერს:

"დილიდან შეხვედრები მქონდა და ახლა მოვიცალე.

საქართველოს მთავრობას:

1. დავიწყებ თქვენი "მოგებით" - სააკაშვილი ნამდვილად დააზიანეთ ამ საუბრების გამოქვეყნებით, არა ამ საუბრების შინაარსის არამედ თავად სააკაშვილის ტონის გამო.

რამდენად იყო თქვენი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დაზიანება, რომელიც 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე არ იქნება - უფრო მეტიც, პარტიის წევრიც კი ვერ იქნება და ამ ეტაპზე უკრაინელი პოლიტიკოსია, ცალკე საკითხია.

2. ნაციონალურ მოძრაობას ერთგვარი სამსახური გაუწიეთ - ვინც აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არის პარტიის ერთპიროვნული დიქტატორი, ანუ ენმ-ის ბიძინა, მათ სასაუბრო არ აქვთ, გამოჩნდა, რომ სააკაშვილის რჩევები, თუ მითითებები არც პარტიის ლიდერშიფმა არც რუსთავი ორმა არ გაიზიარა.

3. რაც მეტს იყვირებთ, რომ სააკაშვილი "სისხლისღვრას" აწყობდა, მით უფრო სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ უკლებლივ ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს და ვის სიტყვასაც წონა აქვს, როგორც აქ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში ზუსტად ხვდება, რომ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს ბიძინას გეგმაზე, სისხლი დაღვაროს და იმაზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი.

ამას ის სამი წელია ამას ამბობს. სამი წელია სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სისხლის დაუღვრელად ხელისუფლებიდან არ წავა.

ილოცეთ, რომ მიშა მართალი არ აღმოჩნდეს. ილოცეთ!

4. ადრე თუ მხოლოდ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ბიძინა სისხლს დაღვრის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კონსენსუსი პარტიაშიც არ ჰქონდა, ახლა ამაზე საერთაშორისო საზოგადოებაც დაფიქრდა. ანუ მათ თავშიც გაჩნდა აზრი, რომ შეიძლება ბიძინა ამ გზას დაადგეს. ჯერ ჯერობით შეიძლება ეს აზრი ბჟუტავს, მაგრამ იქაა.

ეს ბიძინას არ აწყობს, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და უფრო მობილიზებული იქნება და ეს უკვე ასეც ხდება - წესით ინფორმირებულები უნდა იყოთ ამის შესახებ.

5. კიდევ ერთხელ თავი მოიჭერით საერთშორისო საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ელაპარაკებით იმ საუბრებზე დაყრდნობით, რომლის ავთენტურობასაც კი ვერ ადასტურებთ - რაც ძალიან, ძალიან დამაზიანებელია თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან არასერიოზულად წარმოგაჩენთ.

6. ნაკერავზე იხევით, წამების კადრებს საჯაროდ აჩვენებთ ქალაქის ცენტრებში, პრემიერი პირდაპირ მოუწოდებს აქტივისტებს ენმ-ის დარბევისკენ, პირად საუბრებს აქვეყნებთ რომ ხალხი გააბრაზოთ - ჩემი ფეხი! გონჯი სადღობელაშვილი და თვითმმართველობის თანამშრომლები დარბიან ხელში პამიდვრებით - ვერანაირი აგრესია ვერ ააგორეთ, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დააკელით.

7. რუსთავი ორს ეცით, თავი მოიჭერით, სასამართლოსაც თავი მოჭერით, საერთაშორისო საზოგადოება ბოლომდე გამოაღვიძეთ და მიახვედრეთ, რომ ბიძინას სამეფოში რაღაც ძალიან მაგრად ყარს - ანუ ზიანი მიიღეთ და ვერ წაიღეთ.

მეორე მხრივ - შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობაც კი გადაუხადოთ რომ ეხიტ სტრატეგია გაპოვნინათ. აშკარად გეტყობოდათ რომ საერთაშორისო რეაქციას უკვე შეშინებულები ყავდით - სხვა შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ 19 ოქტომბერს თუ არა, 22 ოქტომბერს ნამდვილად მიგქონდათ. ბიძინას ბრძანება ასეთი იყო და ვერაფერს შვებოდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად გეშინოდათ.

8. რუსთავი ორზე წაპოტინების შემდეგ საერთაშორისო განგაშის შედეგად, ყველა სხვა პრობლემატური თემა გააღვიძეთ - მათ შორის პოლიტიკური პატიმრები, რომელიც ასე თუ ისე, შერჩენილი გქონდათ უკრაინის და იულია ტიმოშენკოს გამოცდილების გამო (შემიძლია განგიმარტოთ, რას ვგულისხმობ - თუ ვერ იგებთ).

ახლა, როდესაც ახალ, მოდიფიცირებულ სტრატეგიას შეიმუშავებს დასავლეთი თქვენთან ურთიერთობისთვის, იქ არა მხოლოდ რუსთავი, არამედ პოლიტიკური პატიმრების, არაფორმალური მართვის და პოლიტიკური ძალადობის საკითხებიც მოხვდება.

9. ამ აყალმაყალის შედეგად ეკონომიკა კიდევ უფრო დააზიანეთ და რაც თქვენი მთვარი პრობლემაა - უმუშევრობა, სიღარიბე, გაუფასურებული ლარი და ა. შ. კიდევ უფრო დამძიმდა.

10. თქვენი რეიტინგი დღეს 14%-ზე დაბალია - ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინა კვლევისთვის ველი აგვისტოში დაიწყო - აგვისტოს მერე ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, გაძვირებული ელექტროენერგიის ქვითრები მიიღო მოსახლეობამ და გაიგო, რომ 2016 წელს მათი პენსია არ მოიმატებს.

ჰოდა ჩემი რჩევა თუ გინდათ, ხმა ჩაიგდეთ - მორჩით ამ უაზრო ცირკს და უკანონო პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებას, ან არ მორჩეთ - სულ ერთია აწი, არანაირი მნიშვნელობა მაგას აღარ აქვს.

მიეთრიეთ არჩევნებამდე ისე, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოთ და მერე დაახვიეთ" - ნათქვამია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს