"მკვლელია ეს კაცი! მიხედეთ ამ პრობლემას მაინც! არ გეცოდებათ თქვენი შვილები?" - ნინი ბადურაშვილი

"მკვლელია ეს კაცი! მიხედეთ ამ პრობლემას მაინც! არ გეცოდებათ თქვენი შვილები?" - ნინი ბადურაშვილი

"მკვლელია ეს კაცი! მიხედეთ ამ პრობლემას მაინც! არ გეცოდებათ თქვენი შვილები?", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინი ბადურაშვილი და თბილისში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, თუ როგორ აბინძურებს ჰაერს ყვითელი ავტობუსის გამონაბოლქვი.

"მე არ ვიცი ვისი ბრალია ეს სასწრაფოდ თუ არ გამოსწორდა უმძიმესი შედეგით დამთავრდება! კომპანიაც და მძღოლიც ერთნაირად დამნაშავეები არიან!", - განაგრძობს ნინი.

მომღერლის პოსტს მეგობრები ეხმაურებიან და წერენ, რომ ვითარებიდან გამოსავალი ტექნიკური დათვალიერების შემოღებაა.

- ტეკნიკური დათვარიელება, ანუ ე.წ. ტეხ ასმოტრი რო შემოიღონ, ჩათვალე მთავრობა გადატრიალდება, 80% მანქანა გაჩერდება, ნინი, და აჯანყდება ხალხი, ტაქსისტები და ეგეთები.

გეთანხმები, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა გააკეთა და EURO-4 სტანდარტზე ქვევით მანქანის იმპორტი იკრძლება! საქართველოში კიდე 20% დადის ეურო 4 და ზევით და, ხვდები?! 400 000 მანქანა უნდა გაჩერდეს და რა მოყვება ამას.

ნინი ბადურაშვილი: არ გაჩერდება, შეაკეთებენ )!

- ეჰ ეგრე არაა, ეგეთები აღარ კეთება და თუ კეთდება ძაან ძვირი ჯდება, 10000% გეთანხმები შენს სტატუსზე, ყველაზე ბინძური ქალაქია თბილისი მაგის გამო და დაავადებები და სიკვდილიანობა მომატებულია!

ნინი ბადურაშვილი: ის, რაც შეიძლება რომ შეკეთდეს, კეთილს ინებებენ, ისევე როგორც მე და შეაკეთებენ, რადგან კანონი იქნება და იძულებული იქნები! რაც შეეხება ძველ მანქანებს, იმპორტი უნდა შეწყდეს! სხვანაირად არ გამოვა, არავის არ გვილხინს, მაგრამ უნდა ყველამ გავიჭირვოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ნორმალურ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ!

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს