ლიზა ყენია ავტომრბოლელ მეგობართან ერთად მოძრავი მანქანის საჭეს ფეხებით მართავს

ლიზა ყენია ავტომრბოლელ მეგობართან ერთად მოძრავი მანქანის საჭეს ფეხებით მართავს

AMBEBI.GE-ს ყურადღება მომღერალ ლიზა ყენიას გამოქვეყნებულმა ფოტომ მიიქცია, რომელზეც იგი მეგობარ ავტომრბოლელთან ერთად მანქანის საჭეს ფეხებით მართავს, მსგავსი ქცევით კი საფრთხეს არა მხოლოდ მანქანის მგზავრებს, არამედ სხვებსაც უქმნის. გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მისი ქმედებით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ...

რაც შეეხება მის მეგობარს, როგორც ცნობილია, ნოდარი ავტომრბოლელია. ლიზას თქმით, მათ ერთნაირი ხასიათი აქვთ, ამიტომ ადვილად დამეგობრდნენ.

"მე და ნოდომ ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო, თანატოლები ვართ, ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. ბევრი მეგობარი მყავს და ერთ-ერთი არის ნოდარიკო. ახლა ორივეს ისეთი ასაკი გვაქვს, სწავლა-განათლებაზე ზრუნვა გვიწევს, თან ნოდოც დაკავებულია, ის ავტომრბოლელია და მეც ჩემს კარიერას უნდა მივხედო" - აღნიშნა ერთ-ერთი ინტერვიუშ ლიზამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ავტოკატასტროფების მაჩვენებლები მზარდია, სპეციალისტების განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზებია: სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა და სიმთვრალე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს