მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და მისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ათავსებს

მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და მისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ათავსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, კახა ბენდუქიძეს გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით იხსენებს:

"კახა ბენდუქიძეს განსაკუთრებულად დავუახლოვდი მისი სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვეში. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და ვხედავდი როგორ ნერვიულობდა. მასზე საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ერთ-ერთ მათგანში ორივე ვფიგურირებდით. ერთის მხრივ მას მუდმივად პატიჟებდნენ უკრაინაში და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერიც იწვევდა, მეორეს მხრივ ივანიშვილის გარემოცვამ შემოუთვალა 6 კვ.მ საკანში დაგამწყვდევთ და დაბანის საშუალებაც კი არ გექნებაო. დაუბანელობის საფრთხეს განსაკუთრებით განიცდიდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ მალტამ ძალიან გაუჭიანურა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და პრაქტიკულად ჰაერში გამოეკიდა. ძალიან გახდა. მუდმივად ვცდილობდი გამემხნევებინა, რამდენიმე დღით წავედით ალბანეთში, პრემიერ მინისტრის ოფიციალურ აგარაკზე ზღვის პირას გავჩერდით. შემდეგ ყოველ დღე ვურეკავდი.

11 ნოემბერს ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს, მტრის ჯინაზე ყველაზე კარგადო - მიპასუხა. 12-ში დილით გავიგე, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრად უნდა დანიშნულიყო. გახარებულმა დავუწყე რეკვა, ბევრჯერ ვცადე დაკავშირება და არც-ერთხელ არ გადმორეკა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა, მაინც ჩემი ინიციატივით დავუნიშნე რამდენიმე ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხებზე და შეხვედრები მთავრობაში. საღამოს 11 საათზე გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი…

უკრაინაში ბოლო წელიწადში მასზე რამდენიმე წიგნი გამოვიდა და მისი სახელობის ცენტრი შეიქმნა. საქართველოში კი…

ნიკუშასთან ერთად ეს ფოტო მე გადავუღე, ალბანეთში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

მან გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს