"რატომ დაგვღუპე ბინძური ფულის გამო, ჯიტა" - ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებული დავით ჟორჟოლიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"რატომ დაგვღუპე ბინძური ფულის გამო, ჯიტა" - ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებული დავით ჟორჟოლიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებულ დავით ჟორჟოლიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ოჯახმა ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან გააპროტესტა. დავით ჟორჟოლიანის და, ნესტან ჟორჟოლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ოჯახი ასევე გეგმავს უჩივლოს დაზარალებული მხარის ადვოკატს, ჯიტა გულუას, რადგან, ნესტან ჟორჟოლიანის თქმით, "საქმე თავიდან ბოლომდე ჯიტა გულუას შეკერილია".

დავით ჟორჟოლიანს ყოფილი ცოლი გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებს. თუმცა როგორც მსჯავრდებულის და ამბობს, მისი ძმა ქალის შურისძიების მსხვერპლია, რადგან შერთვიდან მალევე გაშორდა, "მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქალიშვილი არ იყო".

ნესტან ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად ძმის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს:

"მინდა ყველამ ნახოს ეს სურათი კარგად დააკვირდით აი ეს მსჯავრდებული დავით ჟორჟოლიანია. აი ეს კაცი დაგუპა 60 წელს მისულმა ხრონგმა ადვოკატმა.აი ამ ბიჭის სიცოცხლე და მომავალი გაყიდა 10000 დოლარის სანაცვლოდ.... თავისი ამბიციებს და პირველობას შეწირა ჩემი ძმის ცხოვრება.... ნახეთ დააკვირდით ჩემო ბრძენო ხალხნო მოძალადის, სადისტი და გარყვნილი ადამიანის რა ეტყობა.... მან მთელი 34 წელი კაცურად და ვაჟკაცურად იცხოვრა ეს იკითხეთ და კითხეთ იმ ხალხს ვინც დავით ჟორჟოლიანს იცნობდა.... გინდათ რომ მოძალადის სტატუსით აცხოვრო ასეთი კაცი მაგრამ ამას ვერ დაიჯერებს ხალხი რადგან სამეგრელოში რა სურათიც შენ დაუსარე ხალხს ასე აქ სამეგრელოში არცერთი კაცი ექცევა მის საყვარელ ქალს..... ზუგდიდელ კაცებს არ აკლიათ არც კაცობა და არც ჯენტმენობა და არც ჩემი ძმა იყო გამონაკლისი.... მიუხედავად იმისა რა სარჩულიც დაუდე ჩემსი ძმის საქმეს, მიუხედავად შენი ბინძური გამონათქვამებისა ხალმა გაიგო როგორ გაწირე და როგორ დაუფიქრებლად მოისროლე ციხის ოთხ კედლისთვის რომელიც იქ შენი წყალობით მოხვდა.... დედა არახარ ან და რომელიც შენი ძმა ასე გიყვარს რომლის ფანიც ხარ არ დაფიქრებულხარ რომ შენი შეკრული დაქმით როგორ დაგუპე დედაჩემი რომლიც მისი შვილებით ხარობდა და ერთადერთი ვაჟკაცი მისი მომავალი, თვალის ჩინი და სიცოცხლე იყო???? არ გიფიქრია მაშინ როცა ეს მუხლი შეკარი არა მარტო დათო გაანადგურე არამედ შენ დათოს დედას გამოუტანე სასიკვდილო განაჩენი და ასე წამებიაში შვილის მოლოდინში გინდა რომ აცხოვრო მთელი 7 წელი???? ეტყობა შენში ის დედობრივი ინსტიქტიც კი გაქრა არ შეიძლება ასე შენც ხომ შვილი გყავს და ისიც ერთადერთი რა იცი როდის და სად გაგამწარებს დედაჩემის ტკივილი მისი ყოველ წუთს დაღვრილი ცრემლი..... შენი შვილისგან განსხვავებით ჩემს ძმას არ ეძახოდნენ კაცები ამას....

რადგან დათოს დედაც და დებიც სუფთა ცხოვრებით ცხოვრობდნენ..... რას იტყვი იმ დათოს დებზე რომელსაც წაართვი ძმა და გამოაცალე მის დებს საყრდენი ძალა....შენ რა გონია დათო მის დებს არამარტო აქ არამედ ციხიდანაც დაიცავს ....ამას თუნდაც დათოს აქ არ ყოფნაში დათოს საძმაკაცო იზამს ..... მაგრამ რატომ დაგვღუპე ბინძური ფულის გამო, ჯიტა.... ამას უფალი არ გაპატიებს სად წახვალ ერთ დღესაც დათო გამოვა და მოგიწევს გაუბედურებული ყოფილი პატიმრის თვალებში ჩახედვა.... შვიდი წლის მერე მოგიწევს პასუხის გაცემა უბრალოდ რატომ გაწირე ეს კაცი....იმედია ამ ხნის განმავლობაში უფალი შენს ბინძურ სულს გაწმენს და დათოს ნახვისას მას მილიონ პატიებას სთხოვ ამას მხოლოდ შენთვის გააკეთებ რადგან იქ იმ ქვეყანაში მშვიდად დაუმძიმებელი სულით იყო..... დარწმუნებული ვარ რომ დათოს ეყოფა და არ გაქრება მისი სულიდან პატიების უნარი და მოგიტევებს მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ერთი უსულო ქალი და დედა და მაგ დროს მოსიარულე გვამი იქნები ...აი მაშინ ინანებ რომ დათოს ცხოვრება მომავალი სიხარული და ყველაფერი წაართვი... 7 წელი......

მე თხოვნით მივმართავ საქართველოს გრნერალურ პროკურატურას რათა გამოიძიოს დავით ჟორჟოლიანის საქმე.... საქმე რომელიც მეორე მხარის ადვოკატმა ჯიტა გულუამ შეკრა. ასევე გამოიძიონ პროკურორი მაია ჯაბუასა და ქალბატონი ჯიტა გულუას ნათესაური კავშირი.

კერძოდ ადვოკატი ჯიტა გულუა არის პროკურორ მაია ჯაბუას დის მაკა ჯაბუას დმეჯვარე და შვილის ნათლია, რამდენად შეიძლებელია ნათესავი პროკურორი და ადვოკატი ერთ საქმის წარმოებაში...ასევე გამოიძიეთ ის დარღვევები რაც ჩემი ძმის საქმეში შეგნებულად თუ მიზანმიმართულად დაუშვეს და თავი აარიდა გამომძიებელმა. გადაკონტროლეთ ბატონ ვახტანგ შამათავას მიერ გამოძიებული საქმე..... მე მჯერა რომ ვცხოვრობ იმ საქართველოში სადაც კანონი კანონობს, სადაც მეც და მაღალჩინოსნებიც კანონის წინაშე თანასწორი ვიქნებით.... გენერალურ პროკურატურაში ჩემი არა ერთი წერილი და საჩივარია შემოსული დავით ჟორჟოლიანის საქმეზე დარღვევების შესახებ... მე მჯერა რომ სამართალის მიღწევაში მხოლოდ თქვენი სტრუქტურა დამეხმარება.

დიდი პატივსცემით მსჯავრდებულის და, ნესტან ჟორჟოლიანი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს