ნანკა კალატოზიშვილი - "სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე"

ნანკა კალატოზიშვილი - "სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე"

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში შვილს, დანის ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ღამის ორ საათზე, მეძახის დანი, შევრბივარ და ამ დროს სძინავს. სავარაუდოდ, ან ვესიზმრები, ან ვჭირდები იქ, სადაც ძილში მოგზაურობს. არ ვაღვიძებ, ერთადერთი, სიახლოვეს მოფერებით ვაგრძნობინებ და ძალიან მინდა, ამ შეგრძნებით სიზმარშიც დამინახოს და დამშვიდდეს. ყველაფერთან ერთად, ძალიან მაინტერესებს, რას ხედავს, რა ესიზმრება.

ყოველ დღე მის შეცნობაში ვარ და სიზმრებით ალბათ, კიდევ უფრო კარგად გავიცნობდი მის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.

უცებ თავისით ეღვიძება, მხედავს და ისე უხარია, რომ ამ ღიმილზე გავცვლიდი ყველაფერს, მიხუტებს და მეფერება სახეზე. მერე ისევ დედას ძახილით იძინებს ჩახუტებული.

საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გამოვხატო ემოცია, რომელიც დანის დანახვაზე, ან მასზე ფიქრით და მისი ხსენების დროს მეუფლება. სისულელეა სიყვარულის ახსნა, სიყვარულს უნდა გრძნობდე და სიტყვები ამ დროს მხოლოდ აქსესუარია. კინგ დანიუს…", - წერს ნანკა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს