"გიორგობას გილოცავთ" - პრეზიდენტისა და პირველი ლედის ახალი ოჯახური ფოტო

"გიორგობას გილოცავთ" - პრეზიდენტისა და პირველი ლედის ახალი ოჯახური ფოტო

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას  გიორგობას ულოცავს...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვას 10:00 საათიდან, ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე

დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს